მთელი ღამე იმ ბიჭზე ვფიქრობდი.
"რას ნიშნავდა მისი სიტყვები? საიდან მიცნობდა. რაღაც აბსურდია... ალბათ შევეშალე"
ამით ვიმშვიდებდი თავს და დაძინებას ვცდილობდი. ის-ის იყო თვალი მოვხუჭე რომ უცებ ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-გისმენთ-დავწვდი და ყურზე მივიდე ყურმილი.
გახშირებული სუნთქვა მესმის, ხანდახან წყდება და სულ არაფერი. უხეში ხვნეშა და ხმის თრთოლვას ვარჩევ.
-რომელი ხართ?-ვეკითხები მეორედ და შიში მიტანს.
-მე.....
-დიახ გისმენთ რომელი ხართ- ვაქეზებ რომ პასუხი გამცეს. თანდათან მეც მივარდება ხშირი სუნთქვა. ვგრძნობ როგორ ისმის ჩემი გულის ჯაგაჯუგი. თმა ყალყზე მიდგება და სახეზე ვფითრდები. ყურებიც მიგუბდება. თითქოს უნდა რომ არ გაიგონონ იმ ადამიანის ვინაობაო. ვხვდები რომ ის ხმა არასდროს მსმენია, არასდროს. ამ მომენტში გავიფიქრე რომ ნომერი შეეშალათ კიდეც. რას არ იფიქრებს კაცი ოღონდ შიშს თავი დააღწიოს, საკუთარ თავსაც კი მოატყუებს.
-ნომერი შეგეშალათ- ვთქვი და სასწრაფოდ გავთიშე. ტელეფონი კამოდზე ისე ძლიერ დავახეთქე რომ ხმაზე ნინეს გამოეღვიძა.
-ავა კარგად ხარ?...-მითხრა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა.
-კი ნინე დაიძინე ნუ დარდობ. ნომერი შეეშა...-სიტყვაც არ დამიმთავრებია რომ ტელეფონმა ისევ დარეკა.
ავკანკალდი უარესად. ნინემ სიბნელეშიც კი შემატყო ეს, ადგა და თავად უპასუხა ტელეფონს.
-ნომერი შეგეშალათო ვერ გაიგეთ??.... ავა?... კი ავა აქ არის... დიახ ეს მისი ნომერია... უკაცრავად-თქვა და სასწრაფოდ გადმომაწოდა ტელეფონი.
-რა მოხდა? -ვიკითხე და არც დავაცადე პასუხის გაცემა ნინეს ყურმილი მივიდე ყურზე-გისმენთ?
-ავა გამარჯობა, იმედია გახსოვარ... სანი ვარ, კლასში შენს უკან ვზივარ.
-აა... სანი ხო ... კი კი როგორ არა მახსოვხარ-ნინეს ხელის დაქნევით ვანიშნე რომ დაწოლილიყო.
-რამე ხომ არ მოხდა ვიღაცამ მიპასუხა, მეგონა ტელეფონიდან გადმომიხტებოდა.
-ააა... ბოდიში ჩემი და იყო. ეგონა ისევ ის რეკავდა
-ვინ?
-არ ვიცი სავარაუდოდ ნომერი შეეშალათ
-აი რატომ ვერ დაგიკავშირდი, კარგია რომ მეორედაც დავრეკე.
-ხოო... კარგია. ამ შუა ღამეს-მაღვიძარას საათს დავხედე- რამე ხომ არ მოხდა რომ მირეკავ?-თვალები მოვისრისე.
-ბოდიში არ ვიცოდი თუ გეძინა. არა არაფერი უბრალოდ დავრეკე, კარგი მაშინ ძილინებისა. ხო ისა... მაინტერესებდა როგორ იყავი
-არაჩვეულებრივად-ჩემივე სიტყვებზე ჩამეცინა. -სანი შენ საიდან....
-კარგი ავა ძილინებისა- სიტყვა შემაწყვეტინა და ასევეს თქმა ვერ მოვასწარი გათიშა.
-ვინაა ეგ სანი
-ჩემი კლასელია
-ლამაზია?
-თან როგორ... ზედმეტადაც კი...
ნინეს გაეცინა და გადაბრუნდა
"საიდან ჰქონდა ჩემი ნომერი?" იმდენად დაღლილი ვიყავი რომ არ მქონდა გამოძიების თავი და მეც ჩავცურდი საბანში.
YOU ARE READING
11B CLASS
Misterio / Suspensoყველაფერი რთულია როდესაც ახლიდან იწყებ. ახალი ქალაქი, ახალი სახლი, ახალი სკოლა! თუმცა ნახევრად კორეელი გოგონა ავა ამას მალე ეჩვევა, და ამ დროს ატყდება მთელ 11 B კლასს საფრთხე. მოსწავლეები იწყებენ თვითმკვლელობას! მაგრამ ამ საქმის უკან ვიღაცის ხელი ურ...