ფეი

14 2 0
                                    

-შემდეგი გაკვეთილი რა გვაქვს?- მხოლოდ ეს სიტყვები გავარჩიე იმ ხმაურიდან რაც ზარის დარეკვამ გამოიწვია. ჩემს მარჯვნივ გავიხედე და დავინახე ქერა თმიანი გოგონა, რომელსაც ეტყობოდა მისი თმის ფერის და ლოყების სიწითლის სიყალბე. სიმაღლით ჩემზე ოდნავ დაბალი თუ იქნებოდა. უხდებოდა სკოლის უნიფორმა და ოდნავ დახვეული კულულებიც . სახეზეც ლამაზი იყო. ის იმ გოგონას ეკითხებოდა რომელიც გაფაციცებით ეძებდა წიგნს რომ ამოეღო და ამასობაში ძირს დაეყარა კიდეც.
-კორეული- უთხრა გოგონამ და წიგნების აკრეფვა დაიწყო.
-მოგეხმარები- ყელში ხმა ჩამიწყდა, სიტყვა რომ ბოლომდე დავამთავრე გამიკვირდა კიდეც. ვერც გავიაზრე რომ უკვე მეც იმ გოგოსავით მის პირისპირ ვიყავი ჩაკუნცხული და წიგნებს ვკრეფდი.
-დიდი მადლობა სულ ასე მემართება- შემომცინა და მისი ღია წაბლისფერი გრძელი და ლამაზად დასწორებული თმა ყურს უკან გადაიგდო.
-არაუშავს ყველა მარჯვე ვერ იქნება ხომ-" ხო ავა ხო ძალიან მაგრად უთხარი კი". წიგნების დასტა მაგიდაზე დავუწყვე. ჩვენს ამ პროცესს ის პირველი გოგო ადევნებდა თავს.
-დაგეხმარებოდით მაგრამ გავისვრები- თქვა და ხელი სახეზე აიფარა თან დრამატულად დაიმანჭა.
-გმადლობ ვივი არ იყო საჭირო შენი შეწუხება- მოუჭრა წაბლისფერთმიანმა.
-მე ვივი ვარ როგორც უკვე გაიგე- თავისი ნაზი და თეთრი ხელი გამომიწოდა მან
-ავა სასიამოვნოა- მეც ჩამოვართვი და ჩემს ხელს რომ დავხედე იმ წამს ვიფიქრე ნეტა მთლიანად კორეელი ვიყოთქო.
-ეს კი ჩო - მიმანიშნა წაბლისფერთმიანზე
-სასიამოვნოა ავა, მადლობა დახმარებისთვის- ჩოს სახე გაებადრა.
-არაფრის- ღიმილითვე ვუპასუხე მე
-აქამდე რომელ სკოლაში სწავლობდი?
-აქამდე ლოს ანჯელესში ვცხოვრობდი. იქ ვსწავლობდი, ამ ზაფხულს ჩამოვედი აქ
-კორეული საკმაოდ კარგად იცი ნახევრად კორეელსაც გავხარ
-კი მამაც და მამინაცვალიც კორეელები არიან და ამის დამსახურებაა-ძლივს შესამჩნევად გავიღიმე
-დედა სადაურია?
-ამერიკელია
-გასაგებია ესეიგი ამერიკულადაც ლაპარაკობ და კორეულადაც ხომ?
-კი და ესპანურადაც, ამერიკულ სკოლაში გვასწავლიან ამ ენას. ამას დაემატა ის რომ მე თავად დავინტერესდი და რეპეტიტორებიც ავიყვანე. ასე რომ სამივე ენაზე კარგი მოსაუბრე ვარ- თავის ქებაზე ცოტა არ იყოს ავწითლდი, მეგონა მომახლიდნენ რას ბოდავ ენა გეჩლიფებაო, მაგრამ ორივემ ღიმილით მიპასუხა.
-მაგას რა ჯობია- შეხტა ვივი.
მე არაფერი ვუპასუხე უბრალოდ უფრო გავიღიმე და ჩემს ფეხსაცმელებს დავუწყე ყურება.
-გამარჯობა ქალბატონებო- დაიძახა ახლად მოსულმა. ამ სიმაღლის ბიჭი ასე რანაირად მოგვეპარა რომ სანამ ხმა არ ამოიღო ვერც შევამჩნიე რომ ჩემს გვერდით იდგა
-გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს-თავის ქნევით უპასუხა ჩომ
-აბა ჩვენო ახალო მოსწავლევ, როგორც ჩანს გაიჩინე მეგობრები
-შეიძლება ითქვას- მორცხვად გავუღიმე
-მაგრამ ამათთან დამეგობრებას არ გირჩევ
-ვითომ რატომ?
-ერთი თავისი მაკიაჟით მოგაბეზრებს თავს მეორე მისი წიგნისჭიო...- ბრახ! უცებ მის თავზე რაღაცამ... არა რაღაცეებმა გადაიფრინეს და მერე ძირს დაცვივდნენ"ეს ხომ ის წიგნებია ცოტა ხნის წინ რომ ვკრეფდით მე და ჩო ძირიდან? რა დაემართათ?"
-ჩო!
-მე არ ვყოფილვარ
-ვივიი! - დაიღრიალა ბიჭმა, რომელიც თავს ისრესავდა.
-წადი შენს საქმეს მიხედე, ამდენი წელია აქ სწავლობ და მეგობარი არ გყავს, სხვისებს თავი დაანებე!

11B CLASSWhere stories live. Discover now