სამაგიეროს გადახდა

962 57 5
                                    

იანი:

ერთი კვირა გავიდა იმ ღამის შემდეგ. ამ ერთი კვირის მანძილზე გაბრიელი თვალითაც კი არ მინახავს. როგორც დაცვამ მითხრა, ქალაქგარეთ წავიდა რაღაც საქმეების მოსაგვარებლად. ამ უზარმაზარ სახლში მარტო დამტოვა. მის გარეშე თითქოს უინტერესო და მოსაწყენი იყო აქ ყოფნა. რატომღაც მინდოდა ისევ გამეტარებინა მასთან ღამე, ისევ შემხებოდა, ისევ დავეკოცნე... უბრალოდ ჭკუიდან მშლიდა იმაზე ფიქრი, თუ რა სასიამოვნოა ეგ ყველაფერი.

მასზე გაბრაზებული ვიყავი... ესე რანაირად დამტოვა? ან წასვლის წინ მაინც ეთქვა რამე! მეორე დილით რომ საწოლში მარტო გავიღვიძე გული მეტკინა. მაგრამ კაცების ესეთ კატეგორიას საერთოდ არ აინტერესებთ ეგ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ როცა დაბრუნდებოდა მისთვის რამით სამაგიერო გადამეხადა. 

ჯერ გავარკვიე როდის აპირებდა ჩამოსვლას. როგორც კი დაცვამ მითხრა, რომ სამ დღეში ჩამოვიდოდა გული დამიწყნარდა. ეს დრო მშვენივრად მეყოფოდა ჩემი გეგმის მოფიქრებისთვის და ზედმიწევნით დასახვისთვის.

****

ზუსტად ღამის ათი საათი იყო, როცა ოთახში მძიმე, აუჩქარებელი ნაბიჯებით შემოვიდა ვიღაც. მივხვდი ვინც იყო. საძინებელში შემოსასვლელი კარისკენ ზურგშექცევით ვიჯექი საწოლზე და თმას ვივარცხნიდი. სრულიად შიშველი ვიყავი. ჩემს პირდაპირ დიდი ფანჯარა იყო და მისი შუშიდან გაბრიელის მაღალი, დაკუნთული სხეულის ბუნდოვანი სილუეტი გავარჩიე. სახეზე ეშმაკური ღიმილი ავიკარი და თმის ვარცხნა ისე განვაგრძე, თითქოს ეხლა ჩემს უკან არავინ იდგა და თვალებით არ მჭამდა. სასწაულებრივად ვაიგნორებდი და თავს ვამზადებდი მისი ნებისმიერი მაცდური წინადადების მოსაგერიებლად.

- რას აკეთებ? - ოთახში მისი სექსუალური, ვნებამორეული და სასწაულებრივად მშვიდი ხმა გაისმა, რასაც ჩემი მიმართულებით კიდევ ერთი მძიმე და აუჩქარებელი ნაბიჯის გადმოდგმის ხმა მოჰყვა.

"call me daddy!" Where stories live. Discover now