"მან მე გადამარჩინა"

629 38 8
                                    

ეს მითხრა და გავჩუმდი...

- რა მოხდა? პასუხი არ გაქვს? ესეიგი არასდროს უთქვამს.-ჩაიცინა.

- არ უთქვამს... - წავიჩურჩულე. მაგრამ მერე გავაგრძელე- არ უთქვამს მაგრამ გამოხატავდა სიყვარულს! მან ჩემთვის ბევრი გააკეთა! შენ არც კი დაგესიზმრება ისე ძალიან ვუყვარვარ. მერე რა, რომ არ ამბობს სიტყვიერად? ჩემი აზრით ეგ ერთი სიტყვა ბევრს არაფერს ნიშნავს. შენ შეიძლება თქვა-"მზის ჩასვლის ყურება მიყვარსო", მაგრამ ამას იტყვი და მზე რომ ჩავა მაგ სიტყვას ფასი დაეკარგება. შენ ხომ არ ზრუნავ მზეზე, რომ არ ჩავიდეს, ბედნიერი იყოს... მოკლედ, ფერნანდო, სიყვარული რა არის, შენ არ იცი...

რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო

- ყოჩაღ. 28 წლის ვარ, და სიყვარულზე ესე ლამაზად ჩემთან ჯერ არავის უსაუბრია. - სიცილით მითხრა და თვალებიდან სახვევი მომხსნა. თვალებში გამოვიხედე. იმის გამო, რომ დიდი ხანი დახუჭული მქონდა და მეტიც, სახვევი მქონდა ახვეული, სინათლის მოხვედრისას ნამტირალევი თვალები ამეწვა.

- გამიშვი... რაში გჭირდები? სხვა ვერავინ ნახე? - ვეცადე მშვიდად მესაუბრა.

- მე შენ მინდიხარ მხოლოდ... - თვალებში მიყურებდა და ისე წარმოთქვამდა ამ სიტყვებს. წამით მეგონა, რომ შევუყვარდი. მაგრამ ეგ ფიქრები თავიდან ამოვიგდე.

- რატომ მაინცდამაინც მე? - გადავწყვიტე დიალოგით მაინც გამეყვანა დრო.

- არ ვიცი... მომეწონე.

- მე გეტყვი რატომაც. გაბრიელის გშურს. სულ ცდილობ ის მიისაკუთვრო, რაც მას ეკუთვნის.- მკაცრად ვუთხარი. თვალს არ ვაშორებდი მის თვალებს.

- ეს მან გითხრა, ხომ ასეა? - ცალყბად ჩაეღიმა. - თვითონ როგორია იმას არ გეტყოდა რა თქმა უნდა.

- რ-რას გულისხმობ. - ხმა ამიკანკალდა. მისგან კარგის თქმას არ მოველოდი, რა საკვირველია.

- გაბრიელიც ზუსტად ჩემნაირია. წარმოდგენაც არ გექნება რამდენი ადამიანი ჰყავს მოკლული. მათ შორის ჩემი შეყვარებული.-მის თვალებში ცრემლები შევამჩნიე. გული გამეყინა, სუნთქვა მიჭირდა.

"call me daddy!" Where stories live. Discover now