tavi 17.

280 14 6
                                    

ლიზა დიდი ტკივილის გრძნობით იღვიძებს, მას ტანზე თაეს ხელები უჭერს, თან საკმაოდ ისე რომ ვერც ინძრევა.
ლიზა მოძრაობას იწყებს რადგან თავი დაიხსნას და ადგეს. უეცრად კი ხმა აჩერებს და აშინებს კიდეც.
-ტყუილად ცდილობ, გაჩერდი.
ეს თაეს ხმა იყო, ლიზამ აღარ იცოდა რა ექნა, ამიტომ უბრალოდ დაემორჩილა.
ცოტა ხანში ხელები ცოტათი გაუშვა, გოგონამ კი უფრო კომფორტულად იგრძნო თავი.
-მე ავდგები, შენ მოახლეები გაგამზადებენ და ჩამოდი.
-გასაგებია.
თაე ადგა, ლიზა კი ისევ ოთახში დარჩა, როგორც თაემ უთხრა.
თაემ შხაპი მიიღო, დაბლა ჩავიდა და მსახურებს უბრძანა.
-სასაუზმო ლამაზი და გემრიელი სუფრა გაშალეთ, ლიზას შხაპი მიაღებინეთ და რომელი კაბაც მოეწონება ის ჩაიცვას..
-გასაგებია, ბატონო.
ლიზა მკვდარივით იწვა, თეთრეულში გახვეული, მანამ სანამ მსახურები მივიდნენ.
-ქალბატონო, გთხოვთ ადგეთ და შხაპი მიიღოთ.
-კარგი.
მოახლეებმა სააბაზანოს გამზადება დაიწყეს.
ლიზამ თეთრეული შემოიხვია და ძლივს ძლიობით ადგა, რადგან საშინელი ტკივილის გრძნობა ჰქონდა, სწორედ ამ ტკივილის გრძნობით გაემართა დააბაზანოსკენ, როცა შევი იგი მარტო დატოვეს მან კი თეთრეული ტანიდან მოიშორა და ცხელ წყალში ჩაჯდომა დაიწყო.
შუა დაბანის დროს ამჩნევს მის ნაკბენს ბარძაყზე, რაც არასასიამოვნო შეგრძნებას უტოვებს.
ჩაიცვა, გაემზადა, მოწესრიგდა და დაბლა მკვდარი თოჯინასავით ჩავიდა, რომელსაც ლამაზად ეცვა მაგრამ სახე მკვდარივით ქონდა.
თაემ რათქმაუნდა შეამჩნია მისი ასეთი მდგომარეობა, ლიზა მაგიდას მიუჯდა, ისე დაიწყო ჭამა გეგონება დაპროგრამებული არისო.
თაეს მისი ასეთი მდგომარეობა აწუხებდა, მაგრამ მანაც ჭამა დაიწყო, ცოტა ხნის შემდეგ კი საუბარი წამოიწყო.
-დღეს სასახლეს დაგათვალიერებინებ.
ლიზამ უბრალოდ თავი დააქნია.

საუზმობას რომ მორჩნენ, თაემ ოთახების დასათვალიერებლად წაიყვანა. სასახლეში 300 ოთახი იყო. აქედან უმეტესობა საძინებელი.
მართლაც გემოვნებიანად იყო, ყველაფერი მაგრამ ამას ახლა ლიზასთვის გავლენა არ მოუხდენია.
ეს თაემ შეამჩნია.
-წამოდი ახლა ბაღში გავიდეთ.
თავი დააქნია და გაჰყვა, ფეხები ამდენი სიარულისგან ნამდვილად სტკიოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა.
როცა სასახლის უკანა ეზოში იყვნენ, თაემ სისხლივით წითელი ვარდი მოწყვიტა და ლიზას თმაში, შეაცურა მისი ღერო, წითელი ვარდი კი ყურთან გაჩერდა. ულამაზესი იყო✨️
თაემ თავი ვეღარ შეიკავა და აკოცა.
ისეთები იყვნენ როგორც რომანტიკულ ფილმებში, ოღონდ ისეთი ემოციით იყო ლიზა გეგონება ბოლოჯერ ნახავდა.
თაემ მისი ტუჩები რომ გაუშვა, მაშინაც კი უემოციოდ იდგა ლიზა.
-კიდევ რამდენ ხანს იქნები ასე?
მან კი უბრალოდ მხრები აიჩეჩა.
-შენი საქციელები მაღიზიანებს!
-და ჩემგან რას ითხოვ! იმის მერე რაც გამიკეთე!!
-სიყვარულს!
-საშინელი ხარ!! ვერ გიტან! უგულო მონსტრი ხარ!
-გეყოს! ისედაც ვერ ხარ და არ მინდა ისეთი რამ გავაკეთო რომ უფრო ცუდად გახდე!
-ბოლოს მაინც სუიციდით დავასრულებ!
-გაიმეორე!
-ბოლოს მაინც სუიციდით დავასრულებ!
-მაგის ნებას არ მოგცემ! გეყოს სისულელეები!
ახლა თაე ძალიან გაბრაზებული იყო, უჭირდა გრძნობების და ემოციების კონტროლი!
-ამაში შენ ხელს ვერ შემიშლი....
აი ლიზა კი უემოციოდ იყო..
-რატომ ვერ მიყვარებ?
-საშინელი ხარ!
-გამოვსწორდები! და შენ მაპატიებ შენ ხომ ანგელოზი ხარ.✨️
ლიზამ ამაზე გაუღიმა.

-------

მოსაღამოვდა, ანა იჯდა ტახტში, ტელევიზორს შესცქეროდა და ფელიქს ელოდებოდა.
უკვე 6 საათი ხდებოდა და ჯერ არ იყო მოსული. იმედიც კი დაკარგა მაგრამ შემდეგ გაიფიქრა.
-ჯერ არ დაღამებულა, მოვა მალე, ალბათ მნიშვნელოვანი საქმე აქვს.
მაგრამ მისი მეორე მხარე კი სულ სხვას ფიქრობდა.
-მემგონი არც ვახსოვარ! და შეიძლება არც მოვიდეს!
ფიქრებში გაფანტულმა ვერც კი გაიგო როგორ რეკავდა კარზე ზარი, როგორ შემოვიდა ფელიქსი და გვერძე მიუჯდა. ანას კი ტელევიზორი ქონდა ჩართული და იატაკს იყო მიშტერებული. უეცრად კი ფელიქსის სიტყვებმა გამოაფხიზლა.
-სად დაფრინავ?
ანას მისი დანახვა ძალიან გაუხარდა, ასე არასდროს გახარებია მისი დანახვა.
-მე მეგონა აღარ მოხვიდოდი.
-მე ხომ გითხარი რომ მოვიდოდი, ჩემს სიტყვას მითუმეტეს შენთან არ გადავაბიჯებ! თუ ეს საჭირო არ იქნება.
თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, მანამ სანამ ფელიქსმა ანას არ აკოცა.
ცოტა ხანში კი ისევ თავად გაწყვიტა.
-აბა მიდი გაემზადე.
-ახლავე.
ცოტა ხანში კიბიდან ჩამოვიდა.
-ასე მალე როგორ გაემზადე?
-უკვე მზად ვიყავი.
ერთმანეთს გაუღიმეს და მანქანისკენ გაემართნენ, ნახევარ საათში იქ იყვნენ.
როცა მანქანიდან გადმოვიდნენ ფელიქსმა საუბარი წამოიწყო.
-აბა როგორია?
-შესანიშნავი.
-ვიცოდი რომ მოგეწონებოდა, წამოდი მივიდეთ.
სანაპიროსთან მივიდნენ, ცოტა ხნით უყურებდნენ და ტკბებოდნენ.
-აბა არ ჩავიდეთ ანა??
-ჩადი და ჩამოვალ.
-ცურვა იცი??
-ვიცი.
ანამ იქვე ახლო მყოფ გასახდელში გამოიცვალა და წყალში ჩავიდა, წყალი საკმაოდ თბილი და სასიამოვნო იყო.
დაახლოებით 20 წუთი ცურაობდნენ.
მზე ჩადიოდა, ისინი კი ერთმანეთის პირისპირ წყალში ლამაზად უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი აკოცეს. ეს ნამდვილად გადასაღები კადრი იყო.✨️🫀
-მოდი ახლა გავისეირნოთ.
-კარგი ფელიქს.
ანამ ლამაზი კაბა ჩაიცვა რომელიც გეგონება მის ტანზეა შეკერილიო.✨️🤍
სეირნობდნენ, ათვალიერებდნენ ყველაფერს რაც გზად შევხდებოდათ.
-აბა ახლა ჩვენ ერთად ვართ?
-კი. ახლა ერთად ვართ.
-იმის მიუხედავად რაც გაგიკეთე?
-კი. გაპატიე.
-ხომ, მაპატიე შენ ხომ ანგელოზი ხარ.🤍


__________

აგერ, ჩემი დაწყებული თავად უნდა დავასრულო, ვფიქრობ ამ ფიკის მერე სხვებს აღარ დავწერ. მაგრამ ვნახოთ შეიძლება ახლო მომავალში ისევ დავწერო რამე. იდეები ბევრი მაქვს.❤️✨️

ვამპირის საკუთრება🔞 Where stories live. Discover now