8

138 18 4
                                    

-შეგიძლიათ წახვიდეთ!თქვა ექიმმა,ჯონგუკი წამოდგომაში დამეხმარა და მანქანისკენ წამიყვანა.
-ჩემთან წამოდი!
-არა იყოს!სახლში წამიყვანე!
-ლიზა,ნუ ჯიუტობ!წამოდი ჩემთან!
-ჯონგუკ!არ მინდა!ვუთხარი მე და მანქანაში ჩავჯექი.
-ლიზა!გთხოვ!რატომ ხარ ჩემგან შორს?მინდა რომ ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება გვქონდეს მაგრამ ხელს მიშლი!
-ჯონგუკ თავს დამანებებ?
-არა!არასდროს!
-რატომ?კი მაგრამ რატომ ვერ ვხვდები?რა გინდა ჩემგან?შეყვარებული გყავს მე რას გადამეკიდე?
-ლიზა,ძალიან კარგად იცი რომ მინასთან ვერ დავამყარებ ისეთ ურთიერთობას როგორც შენთან!
-შემეშვი,გთხოვ უბრალოდ თავი დამანებე!
-კარგი,შეგეშვები!მითხრა და კარები გააღო.
-გადადი!მითხრა მკაცრი ხმით.გადადიი!დამიყვირა.
მეც გადავედი.
-ჯანდაბაშიც წასულხარ ნაბიჭვარო!მივაძახე და ჩემი სახლისკენ წავედი.
"იდიოტი,უგულო! როგორ შეეძლო ჩემი აქ დატოვება?ნაბიჭვარი.ნახავ რაც დაგემართება"ვფიქრობდი მაგრამ თავბრუდამეხვა და წავიქეცი.
-გოგონა ხომ არ დაგეხმაროთ!
-არ მინდა მადლობაა მე თვითონ!ვთქვი და წამოვდექი.
-აი წყალი!დალიე!მითხრა მოხუცმა ქალმა.
-მადლობა ქალბატონო!ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
სახლში მალევე მივედი და საწოლზე წამოვწექი.ტელეფონი გავხსენი და ჯენის ნომერი ავკრიფე.
ლიზა როგორ ხარ?
კარგად ვარ ჯენი,მადლობა.
ხომ არ მოვიდე?
არა თეჰიონი მოვიდეს გთხოვ!
-კარგი გადავცემ!
კარგიი
ვუთხარი და გავუთიშე.20 წუთში თეჰიონიც მოვიდა ყვავილებით ხელში.
-თეჰიონ!ვუთხარი და ჩავეხუტე.
-ლიზა!როგორ ხარ?
-შედარებით კარგად ვარ!
-არაუშავს მალე გაგივლის!მითხრა და დივანზე ჩამოჯდა.მეც გვერდით მივუჯექი.
-რაზე დამიძახე?
-თეჰიონ ხომ გახსოვს...
-კი მახსოვს!
-მინდა გითხრა რომ მართლა მიყვარხარ!ძალიან მიყვარხარ!
-ლიზა...უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა მეც მიყვარხარ!ძალიან მაგრამ ჯენის და როზეს ეს მოეწონებათ?
-მაგათ მე ვეტყვი!შენ ნუ ღელავ!
-კარგი!მითხრა მან და ლოყაზე მაკოცა.
-ძალიან საყვარელი ხარ!ვუთხარი მე
-შენც საყვარელი და ლამაზი ხარ ლიზა!
-გავისეირნოთ?
-კი გავისეირნოთ,რატომაც არა!
-კარგი,მაშინ გავიდეთ?თუ უნდა გამოიცვალო?
-გამოვიცვლი და წავიდეთ!
-კარგი,ჩემო პატარა!მითხრა მე კი როგორც ყოველთვის გავწითლდი.
ჩემს ოთახში შევედი და მომზადება დავიწყე,საღამო იყო 6 საათი.ცოტა გრილოდა და ამიტომ თბილად ჩავიცვი.შავი ჯინსი და თეთრი ჰუდი.თმები გავიშალე და გავედი თეჰიონთან.
-ძალიან გიხდება ეს ჰუდი!
-მადლობა!წავიდეთ?
-კი წავიდეთ!მითხრა და ხელი ჩამკიდა.
ბევრი ვისეირნეთ პარკში.თეჰიონმა გადაწყვიტა რომ სეულის ქუჩებიც ეჩვენებინა ჩემთვის,ბევრი რამ ვნახე და ძალიან მომეწონა.
-ძალიან აგრილდა ეს ბოლო დღეებია!
-ხოო!ზაფხული დამთავრდა!თქვა თეჰიონმა.
-ძალიან მიყვარს ზაფხული!ვუთხარი მას და თავი მხარზე დავადე.
-ცხვირი სულ წითელი გაქვს!მითხრა და გაეღიმა.
-არაუშავს!გამითბება!ვუთხარი მე და გავუღიმე.
-წავიდეთ?ვუთხარი მე
-წავიდეთ!თორემ გავიყინე!ვუთხარი მე.
თეჰიონმა სახლამდე მიმაცილა შემდეგ კი თავის სახლისკენ წავიდა.იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი,მაგრამ ჯონგუკის მიმართ მაინც მქონდა გრძნობები!არ ვიცოდი რა გამეკეთებინა მაგრამ კარგად დავფიქრდი,ჯონგუკი მექალთანე ნაბიჭვარია რომელიც გოგონებს ხმარობს და შემდეგ მიაგდებს ისე თითქოს არც არაფერი,დარწმუნებული ვარ მინაც  ერთ-ერთი მთგანი იქნება,ამიტომ გადავწყვიტე თეჰიონთან ყოფნა,მას სუფთა გული აქვს! და ძალიან საყვარელია.ბოლოს კბილები გამოვიხეხე და საწოლში ჩავწექი,ტელეფონი გავხსენი სა დავინახე ჯონგუკისგან გამოგზავნილი ფოტო,ფოტო იყო ჯონგუკის და მინასი.
"და რა გავაკეთო?"

first love || პირველი სიყვარული (დასრულებული)Where stories live. Discover now