8 თავი

346 23 7
                                    

5 წლის შემდეგ:
ასე განვლო რამოდენიმე წელმა. გარეთ არ გამოვდიოდი, თუ საყიდლებზე არ მივდიოდი, ან თუ ჰაერი აღარ მყოფნიდა სახლში. დეპრესიაში ვიყავი წლები. საბოოლოდ კი გადავწყვიტე, რომ შემეწყვიტა გლოვა, მაგრამ იმედს ვიტოვებდი ყოველთვის რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია იმისდა მიუხედავად, რომ წლები გავიდა და არ გამოჩენილა, არც ის და არც მისი ვინმე წარმომადგენელი.
ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი, დავიწყე მუშაობა და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოჯახიდან დამრჩენოდა წევრები, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი. ისინი თურმე წლები მეძებდნენ, მაგრამ ვერ მიპოვნეს, საბოოლოდ კი ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთს კიდევ შევხვდით, მათთან ჩასულიც კი ვიყავით. ხო მართლა ისინი დედაჩემის მხრიდან არიან ბებია და ბაბუა, ამიტომ ისინი საქართველოში ცხოვრობენ.
ერთ დღეს, როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, ბინების წინ შავი მანქანები დავინახე, შემეშინდა, შეიძლება ისინი თეჰიონის მტრები იყვნენ და მე მიპოვეს, მაგრამ მაინც წავედი ჩემი სახლისკენ. ზემოთ ავედი, შევედი ბინაში და გავედი მისაღებ ოთახში იქ კი თეჰიონი მხვდება. ის ადამანი რომელსაც წლები ველოდებოდი, ის ადამანი რომელის გამო წლები გარეთ არ გავდიოდი, ის ახლა ჩემ წინ იჯდა და მე მიყურებდა. ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ კი თქვა.
თეჰიონი:გამარჯობა.
მე:შენ რა ცოცხალი ხარ?
თეჰიონი:კი ცოცხალი ვარ.
მე:მაშინ რატომ არ გამოჩნდი ამდები ხანი?
თეჰიონი:შემეშინდა.
მე:რისი?
თეჰიონი:შენი დაკარგვის, შემეშინდა, რომ ისევ აგირევდი ცხოვრებას.
მე:შენ მე ეგ იმ დროს გამიკეთე, როდესაც შენს სახლში გამომკეტე და ძალით დამაქორწინე შენზე, მაშინ უნდა გეფიქრა მაგაზე.
თეჰიონი:ვიცი და მაპატიე.
მე:იცი შენს გამო წლები სახლიდან არ გავდიოდი, მეგონა ცოცხალი აღარ იყავი, შენ კი ცხოვრებით ტკბებოდი ამდენი ხანი? მე როდესაც ვიტანჯებოდი, შენ ერთობოდი? რატომ არ გამოჩნდი? გეთქვა უბრალოდ რომ ცოცხალი ხარ. ჩემი ტანჯვა გსიამოვნებდა?
ხმამაღლა ვყვიროდი.
თეჰიონი:არა ესე არ არის მაპატიე, გთხოვ უბრალოდ შემეშინდა, გაიგე შემეშინდა, რომ რამე დაგემართებოდა, შემეშინდა რომ ცხოვრებას ისევ აგირევდი, მაგრამ ვეღარ გავძელი და ამიტომაც ვარ აქ.
ისიც ემოციურად მეუბნებოდა.
მე:სწრაფად აქედან წადი თვალით აღარ დამენახო, გაეთრიე ჩემი სახლიდან.
ბოლო ხმაზე ვუყვირე, მან კი ხმის ამოუღებლივ შეასრულა ჩემი ნათქვამი, ბოლოს კარებში რომ გადიოდა მივაძახე.
მე:მეზიზღები კიმ თეჰიონ!
მეზიზღებიიი!
ვეღარ შევიკავე მოზღვავებული ემოციები და გამოვუშვი, რომელიც მისი დანახვის თანავე მაწვებოდა.
ის ცოცხალია, მან კი ეს არ შემატყობინა, უარესი არ იყო ეს ჩემთვის, როდესაც მეგონა, რომ ცოცხალი აღარ იყო. მაშინ თუ ეშინოდა ახლა რატომღა გამოჩნდა. რატომ მიმწარებს ცხოვრებას.
მისი წასვლის შემდგომ ნახევარი საათი არ იყო გასული, ავდექი ჩემს სამგზავრო ჩანთას ხელი დავავლე და ჩავალაგე საჭირო ნივთები, ავიღე ბილეთები და იმ დღესვე საქართველოში გავფრინდი.
ბებიაჩემს და ბაბუაჩემს მოულოდნელად, რომ დავადექი თავზე გაუხარდათ, მაგრამ როდესაც ჩემი სახე დაინახეს ნამტირალევი, მაშინვე შეეცვალათ მათაც გუნება. სახლში შემიშვეს და მაშინვე გამომკითხეს ყველაფერი. მეც ავუხსენი ყველაფერი. მათ იცოდნენ, იქამდე ჩემი და თეჰიონის ამბავი. არაფერი დამიმალავს მათთვის.
იმ დღეს ბევრი ვიტირე მათთან ერთად. დღის ბოლოს კი მათთან ერთად დავიძინე.
დილით, პირველად ამდენი ხნის მანძილზე კარგად მეძინა, როდესაც ბებიაჩემი შემოვიდა და ნაზად და ფრთხილად გამაღვიძა, მითხრა რომ ავმდგარიყავი და მესაუზმა. მეც ავდექი, მოვემზადე და სასუზმოდ გავედი. მისაღებ ოთახში, რომ გავედი სასიამოვნო ჩაის სურნელი იდგა, პირველად ვიგრძენი ამდენი ხნის მერე სითბო. ბებომ კარაქიანი პურები გააკეთა და მაგიდაზე დაგვიწყო მე და ბაბუს. იმ დროს პატარაობა გამახსენდა. დედაც ასე იყო დილით ჩაის და კარაქიან პურს მიკეთებდა შემდეგ კი ბლინებს მაჭმევდა. ბებოსთანაც ასე იყო, ჭამის შემდგომ ბლინები გამოიტანა და მე და ბაბუს გადმოგვინაწილა ლამაზად თეფშზე. საუზმობის შემდგომ კი ბებომ და ბაბუმ დედაზე დაიწყეს საუბარი, ყვებოდნენ მის ამბებს, მისი პატარაობის, შემდეგი თინეიჯერული ასაკის და უკვე ზრდასრულ ახალგაზრდულ ამბებს. მეც სიამოვნებით ვუსმენდი.
TIME SKIP:
საღამოსკენ ბებომ მაღაზიაში ჩამაგზავნა, რომ პროდუქტები მეყიდა. მაღაზიაში ვიდექი და ვიღებდი პრუდუქტებს, უცებ ვიღაც გამოექანა და დამეტაკა.
მე:ჰეიი ფრთხილად.
???:უკაცრავად ბოდიშს გიხდით.
მე:კი მაგრამ სად იყურები? რატომ დარბიხარ ასე?
???:კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით უბრალოდ, მელოდებიან და მეჩქარება.
მე:კარგი, მაგრამ მეორეჯერ ფრთხილად.
???:კარგი.
ეს მითხრა და წავიდა. მეც განვაგრძე, პრუდუქტების არჩევა.
ვიყიდე და სახლის გზას გავუდექი, რატომღაც ვგრძნობდი, რომ ვიღაც მომყვებოდა, მაგრამ რომ ვუკვირდებოდი, არავინ არ იყო.
სახლში მივედი, პროდუქტები დავალაგე და ბებოს ვთხოვე, რომ რამე ტკბილი გაგვეკეთებინა ერთად, ისიც დამთანხმდა. გადავწყვიტეთ კექსი გაგვეკეთებინა, ბაბუსაც უნდოდა ჩართვა ამ საქმიანობაში, მაგრამ ბებომ უარი განუცხადა, უთხრა.
ბებო:შენ, ყველაფერს არევ, გადი და ტელევიზორს უყურე ან გაზეთი წაიკითხე.
ბაბუ:კარგი, ხოო იმედია მაჭმევთ მაინც.
მე:ნუ ნერვიულობ ბაბუ, მე გაჭმევ.
ამ კეთებაში, ძალიან გავერთე, ხანდახან ბაბუ შემოდიოდა და ცდილობდა აერია ყველაფერი, მაგრამ ბებო მაშინვე უშვებდა. საბოოლო გამოვაცხვეთ კექსი, რომელიც ძააალიან კარგი გამოვიდა. ცოტა ხანი ვილაპარაკეთ, მერე ბაბუ და ბებო გავუშვი, რომ დაეძინათ მე კიდე სამზარეულო მივალაგე და მერე წავედი დასაძინებლად. რომ დავწექი, სულ მეფიქრებოდა, თურმე რა კარგი ყოფილა ოჯახი. ამ ფიქრებმა კი თეჰიინისკენ წამიყვანა, დღეს ის საერთოდ არც გამხსენებია, ვცდილობ, რომ დავივიწყო, ბებო და ბაბუ კი ამაში ძალიან მეხმარებიან.
დილით:
დილით საუზმობის დროს გავიღვიძე, მოვემზადე და სასაუზმოდ გავედი. ვისაუზმე და შემდეგ მოლში წავედი, ბებოსთვის და ბაბუსთვის საჩუქრის გაკეთება მინდოდა.
რამოდენიმე საათიანი ბოდიალის შემდეგ, ძლივს ავარჩიე საჩუქრები. ბებოს ლამაზი კაბა ვუყიდე და ბაბუს კი ლამაზი კოსტუმი.ამ ხნის განმავლიბაში ვგრნობდი, რომ ვიღაც დამყვებოდა, მაგრამ როდესაც ვცდილობდი გამეგო მართალია თუ არა ჩემი გრძნობები, ყოველთვის პასუხი არა იყო, რადგან ვერავის ვამჩნევდი საეჭვოს. შემდეგ ყველაზე კარგ რესტორანში წავედი და ადგილი დავუჯავშნე მათ, მერე კი ტაქსი დავიქირავე, რომ მოეყვანა და წაეყვანა. სახლში დავბრუნდი, გადავეცი, მათ საჩუქრები და დაველიდე მათ რეაქციას.
ბებო:ღმერთო რა ლამაზია. თვალებიდან, ცრემლები გადმოსცვივდა, ბაბუმ კი ცრემლები აუმშრალა.
ბაბუ:სულ დედაშენს გვაგონებ, ისიც შენნაირი იყო ყოველთვის ცდილობდა რაღაც საჩუქარი გაეკეთებინა ჩვენთვის და გავეხარებინეთ. ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ის იყო. შენც ასე ხარ, არ გვჭირდება საჩუქრები მთავარია შენ გვყავდე კარგად.
ამ სიტყვებზე მეც ამეტირა და მათ ჩავეხუტე, ცოტა ხანი ერთად ვტიროდით, მერე კი ემოციები შევიკავე და მათ ვუთხარი.
მე:გვეყოს ტირილი, წადით ჩაიცვით, მოემზადეთ რეატორანში მიდიხართ, დღეს ჩემზეა ყველაფერი. რესტორანი გადახდილია ტაქსი გადახდილია, ახლა კი წადით მოემზადეთ ტაქსს ნუ ალოდინებთ ბევრს.
ისინიც ავიდნენ და მოემზადნენ, ქვემოთ, რომ ჩამოვიდნენ, კინაღამ ვიტირე ისეთი ლამაზები და საყვარლები იყვნენ.
მე:წლის საუკეთესო, ლამაზი და საყვარელი წყვილი ხართ.
ბებო:საუკეთესო ხარ შენ.
ბაბუ:მადლობა, რომ ამ დღეს გვილამაზებ.
მე:მადლობა, რომ თქვენ ხართ ჩემს გვერდით და ამ რთული დღეების დაძლევაში მეხმარებით. უკვე დროა წახვიდეთ.
ბებო და ბაბუ გავუშვი მე კი გადავწყვიტე სასეირნოდ გავსულიყავი. ჩავიცვი გრძელი ჰუდი, რომელიც თეჰიონისი იყო, გაქცევის დროს წამოვიღე, სპორტული შარვალი და ფეხსაცმელი. ავიღე ყურსასმენები და წავედი. სახლთან მდებარე პარკში შევედი. უკვე საღამო იყო, ლამპიონები ენთო. ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი. გავიკეთე ყურსასმენები და გადავეშვი მუსიკების სამყაროში. მუსიკას იმ დროს ვუსმენ, როდესაც ხასიათზე არ ვარ. მუსიკა დარდს აქარწყლებს, ყველაფრის დავიწყებაში გეხმარება და გადაყავხარ არარეალურ სამყაროში, სადიანაც მოწყვეტილი ხარ რეალობას, ტკივილს, დარდს და ყველა იმ საშინელებას რაც გულზე ლოდივით გაწვება ხოლმე და გინდა რომ გადააგდო, ზუსტად მუსიკა გეხმარება ამ ლოდის გადაგდებაში, გადაგორებაში. მუსიკის მოსმენა ვიღაც ბიჭმა შემაწყვეტინა, რომელიც ჩემს წინ ეგდო და სახე არ უჩანდა. ის სკეიტით მოძრაობდა და გადმოვარდა. ავდექი და დავეხმარე წამოდგომაში, სკამზე ჩამოვაჯინე და ვკითხე.
მე:კარგად ხარ?
???:მგონი კი.
მე:სკეიტით მოძრაობა სახიფათოა.
???:ხოო მართალია, მაგრამ მასზე კარგად ვმოძრაობ, ახლა უბრალოდ წინ გადმომიხტა ბავშვი და რომ არ დავჯახებოდი გადმოვიწიე და პირქვე დავემხვე შენ ფეხებთან. უკვე მეორეჯერ გაგიკეთეთ ასე.
მე:მეორეჯერ?
???:დიახ არ გახსოვართ? გუშინ მარკეტში, რომ დაგეტაკეთ ის ვარ.
მე:უი უკაცრავად, ვერ გიცანით.
???:არაუშავს, მეც ახლა გიცანით, ხო მართლა მე ჯეი ვარ.
მე:სასიამოვნოა, მე ნინო ვარ.
???:ჩემთვისაც, ახლა კი ჩემი წასვლის დროა, მადლობა რომ წამომაყენეთ და ბოდიშით, რომ გაგაწყვეტინეთ მუსიკის მოსმენა.
მან უცებ სკეიტი აიღო და თავის გზას გაუყვა. ჩემთვის ვფიქრობდი, რომ სასიამოვნო ბიჭია, როდესაც ვიღაც შევამჩნიე, რომ მიყურებდა. აუცილებლად უნდა გამეგო ვინ იყო.

მ-ე-ზ-ი-ზ-ღ-ე-ბ-ი კიმ თეჰიონ!Where stories live. Discover now