- ჯანდაბა! - ხმამაღლა ამოთქვა და სისხლის გუბიდან ადგომას შეეცადა.
- ბოს?! - შეფოთებული სახით დაადგა თავზე გიორგი.
- დიახ, მე გახლავარ, გაიქცა?
- ბოდიში.
- არა შენი ბრალი არ არის, მე უნდა მესროლა თავის დროზე... ნუ ახლა რაღას ვიზამთ წავიდეთ ოფისში.- თქვა და თვალის დახამხამებაში ფეხზე წამოიჭრა. შავი სისხლში ამოსვრილი, ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, შამპანიურის ჭიქა აიღო და ბილიკს გაუყვა.
სამი საათი ფეხით დადიაოდა პარკში გიორგი კი მას ფეხდაფეხ მისდევდა.
- ენჯ კარგად ხარ? - მორცხვად იკითხა მაღალმა ბიჭმა.
- დიახ - მოკლედ უპასუხა და გაჩერდა.
ფეხზე ქამარი ეკეთა ქამარში კი იარაღი ედო.
- ენჯ, რას აპირებ?! - იცოდა ტყუილად, რომ კითხულობდა მაგრამ სხვა რა გზა იყო.
- მოგკლა?
- რა?
- მე კითხვას არ ვიმეორებ, ან მოკვდი ან ჩემთან ერთად იყავი ამ საქმეში. - ჭიქა ასფალტზე დაახეთქა და იარაღი ამოიღო, ხელში ათამაშებდა, შემდეგ კი ორჯერ უმისამართოდ ტყეში გაისროლა.
- 3 წელია გარბის, გარბის, მაგრამ არ იცის, რომ დავიჭერ და როცა დავიჭერ... - ამოიოხრა თმა შეისწორა და გიორგის შემოუბრუნდა.
- იცი მანქანა სად დავაყენე?
- არა ბოს, საიდან უნდა ვიცოდე - შიშით ამოთქვა და ბილიკზე მიმავალ ადამიანს დააკვირდა. რაღაც ეუცნაურა, ღამის 5 საათზე ვინ სეირნობს ტყით შემოსასღვრულ პარკში? რათქმაუნდა ენჯელის გარდა. ის ყოველთვის ამ დროს დადის აქ, და ყოველთვის შამპანიურის ან ღვინის ჭიქა ახლავს თან.
- ენჯ, ის ვინ არის?
- ჰმმ, ალბათ ვინმე ახალია ქალაქში, იქნებ გზა აებნა, მაგრამ ახლა მისი დრო არ მაქვს. - ნაბიჯის გადადგმა დააპირა, მაგრამ უცნობი ცხვირ წინ აეტუზა. გაუკვირდა, არ შეიმჩნია და სწრაფად დაიხია უკან, თან იარაღს ამზადებდა.
- გამარჯობა! - უთხრა მკვახედ და თან წარბი აათამაშა.
- გამარჯობა, ენჯელ. - მშვიდად უთხრა და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.
- მოდი გამოვიცნობ - ცინიკურად უთხრა - ჩემს მოსაკლავად გამოგგზავნეს?
- სულაც არა ძვირფასო, პირიქით უნდა დაგიცვა - სიტყვას წელავდა და ნელნელა ენჯელისკენ იწევდა.
- ჰმმ, რა გქვია? - რათქმაუნდა ენჯელმა იცოდა, რომ ის იტყუებოდა, ბოლოსდაბოლოს ენჯი ხომ გამომძიებელი იყო, ბავშვობიდან ყველას მუხლებზე აჩოქებდა.
- ვაითი - მოკლედ მოუჭრა და თვალებში ჩააცქერდა. მისგანაც იგივეს იღებდა. ო რა ლამაზი თვალები ჰქონდა კაცს, კუპრივით შავი, ისეთი შენს ანარეკლს რომ დაინახავ, მაგრამ ისინი არ იყო სუფთა, საერთოდ არა...
- გიორგი! - დაიყვირა და არემარეს თვალი მოავლო. გიორგი არსად არ ჩანდა.
- ვინ დაკარგე?
- დამხმარე.
- დაგეხმარო?
- არ მჭირდება და საერთოდ ვინ ხარ?! - უკვე ბრაზდებოდა, ეს მის ხმაშიც შეიმჩნეოდა.
- შენი მეგობარი მინდა, რომ ვიყო
- მე მეგობრები არ მყავს, მხოლოდ მტრები!
- მაშინ რაც გინდა ის ვიქნები. - შავი თვალები დააბრიალა. ენჯს არ შეეძლო შეწინაადეგებოდა. პირველად ხდებოდა ეს მის ცხოვრებაში, 25 წლის მანძილზე არც ერთხელ არ ყოფილა არავისზე დამოკიდებული, ახლა კი ამ ვიღაც ვაითზე გახდა... თვითონაც ეუცნაურებოდა. უყურებდა და მის თვალებში თავის თავს ხედავდა. არა, არა, არა, არ შეიძლებოდა, მას ერთი ნახვით სიყვარულის არ სჯეროდა, საერთოდ სიყვარულის არ სჯეროდა.
- გიორგი! - კიდევ ერთხელ დაიყვირა, მაგრამ არავინ არ გამოეხმაურა და სკამზე ჩამოჯდა.
- სისხლში ხარ ამოსვრილი.
- ვიცი.
- სახლში რატომ არ ხარ?
- არ მაქვს.
- ჩემთან წამოდი.
- ...
- ნუ ღელავ, არაფერს დაგიშავებ. - ჩაიცინა და გოგოს მიაჩერდა, გრძელი თითები სისხლიანი ქონდა, კისერი აშკარად სტკიოდა და თვალებშიც დაღლა ეტყობოდა.
- ჯანდაბა! წამოვალ შენთან - სასოწარკვეთილმა წარმოთქვა და ფეხზე წამოდგა...
YOU ARE READING
მე ვხედავ ჩემს თავს შენს თვალებში
Adventureენჯელ ჰოპმენი 3 წლის მანძილზე ეძებს დედის მკვლელს, ის არის გამომძიებელი ქალი, რომელიც ყველას თავს უხვრეტავს ვინც კი ზედმეტს გაუბედავს... თუმცა ერთხელაც ვიღაც შეძლსბს მის " მორჯულებას ". ენჯის უყვარდება კაცი, რომელიც საიდუმლოებებითაა მოცული... ის არ...