თავი 3

15 1 2
                                    

ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი, ასერომ დრო ვიხელთე და სახლის დათვალიერება დავიწყე. უცნაური იყო, აქამდე არ შემიმჩნევია კიბეზე მდგარი ქანდაკებები. რამოდენიმე მოაჯირზეც იდო. მივუახლოვდი და ისე ჩამოვუსვი ხელი თითქოს ადამიანი ყოფილიყო. მომეჩვენა, რომ ქანდაკება მოძრაობდა, მაგრმა ღვინოს დავაბრალე და მეორე სართულისკენ ამავალ კიბეებს ავუყევი.
ოთახების წინ ხალიჩები ეწყო წარწერით: არ შემოხვიდეთ.
"რა სისულელეა" გავიფიქრე და სახელური ჩამოვწიე. ოთახში სრული სიბნელე იყო. არაფერი ჩანდა ამიტომ კარი გამოვხურე და ნაბიჯის გადადგმა დავაპირე.
- ენჯელ! - შემზარავი ხმა გაისმა, ისეთი აქამდე რომ არ გამიგია.
ფრთხილად შემოვბრუნდი, ისე ვაცეცებდი თვალებს თითქოს რამე დამეშავებინოს.
- ვაით? - გაკვირვებით ვიკითხე "აი სად დაგერხა ენჯ" გავიფიქრე და ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე...

მე ვხედავ ჩემს თავს შენს თვალებში Where stories live. Discover now