💗1

11 5 2
                                    

დილას ადრე ვიღვიძებ, არვიცი რატომ, მაინც რა აზრი აქვს... საღამოს ისევ დავიძინებ ისევ გავიღვიძებ. ვფიქრობ რა მიზნისთვის მინდა ცხოვრება.

ვდგები, ფანჯარას ვაღებ, ცხვირს გარეთ ვყოფ. სიკვდილის სუნია, თითქოს დედამიწა ჯოჯოხეთში ჩაიფლო. ჩემი ფანჯრიდან ნაგვით დაფარული მთელი კვარტალი მიწა მოჩანს. უკვე ძალიან დავიღალე იმით რომ ამ წყეული ადგილიდან კილომეტრების  ის ფეხით გავლა მიწევს რომ სკოლაში მივიდე.

არ ვიცი რას ვაპირებ რომ მივაღწიო, სკოლა-სახლი, სკოლა-სახლი...
ჩანთას ვალაგებ და გარეთ გავდივარ.
მძულს ეს დედამიწა.

ხო.. სულ დამავიწყდა...
მე ლინდა ვარ. 15 წლის, ერთადერთი რაც ჩემს მოწყენილი ცხოვრებას ხდის  ჩემი მეგობარი სარაა, ჩემთან ახლოს ცხოვრობს, სკოლაშიც ერთად დავდივართ. დიდად კარგი ზნის გოგო არაა მაგრამ მინდა თუ არა მაინც მიწევს სკოლაში მასთან ერთად სიარული.

დღეს სარას ვერ ვხედავ, ძალიან კარგი... მარტო წავალ, არ მომიწევს ვუსმინო მისი და ტრილიონობით ბიჭის სასიყვარულო ისტორიებს.

სკოლაში მივედი, მეგონა სარა არ მოვიდოდა, აღმოჩნდა ჩემამდე მისულა. მერხზე იყო წამომჯდარი და პარალელიდან ერთერთ ბიჭს კოცნიდა. ვერ გამიგია სარასი, იქ ხომ ამდენი ადამიანია. მაგრამ ხოო...

ჩემს მერხთან მივდივარ და ვჯდები. დასვენებაზე ძალიან ხმაურია. ყურსასმენებს და ტელეფონს ვიღებ და რაღაცის ყურებას ვიწყებ.

ზარი დაირეკა, მასწავლებელს დააგვიანდა. რომ მოვიდა ტელეფონი შევინახე. ახალი მასალის ახსნა დაიწყო. ნეტავ მაინტერესებდა რას ლაქლაქობს ახლა ეს ქალი. უცებ რაღაცაზე ჩავფიქრდი, შორიდან ვხედავ ჩემს თავს... ვაკვირდები ჩემს სევდიან სახეს. უცებ ცხვირიდან სისხლი წამსკდა, სისხლი არ წყდებოდა, მასწავლებელს ვუთხარი და საჭირო ოთახისკენ წავედი. ონკანთან ვიდექი და ცხვირს ვიწმენდი, უცებ რაღაც ბრახუნის ხმები გავიგე. უფრო ახლოს მივედი ხმასთან და ხო...
ვხედავ სარას და ნიკის, ღმერთო ჩემო.
-სარა?!
-ლინდაა...
-ღმერთო ჩემო, რას აკეთებთ? სკოლის საჭირო ოთახში ამას როგორ აკეთებთ?
უკან წამოვედი და კლასში დავბრუნდი. აქამდე არც კი მიფიქრია რომ სარა ამას აკეთებდა. როგორ შეიძლება...
საკლასო ოთახში ჩაფიქრებული შევედი. მასწავლებელმა მკითხა როგორ ვგრძნობდი თავს. ფიქრებში გახვეულს არც კი გამიგია სანამ მასწავლებელმა არ მიბიძგა.
ვუთხარი კარგად ვარ მეთქი და ჩემს მერხს დავუბრუნდი.

სკოლაში არც თუ ისე სახარბიელო ნიშნები მაქვს, კორეის სეულის სასწავლებელში მინდა ჩაბარება, ჩემი ქულებით არაა შესაძლებელი, მაგრამ მაინც მინდა ვცადო.

წინა გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოაცხადა რომ ჩვენ სკოლას სეულის სასწავლებელთან აქვს intvining ანუ ჩვენი კლასიდან 20 მოსწავლეს შეეძლო კორეაში 1 წლით წასვლა და იქ სწავლა, იქ ჩვენ მიზნებს ვიპოვით, განვავითარებთ. მე მიზნები არმაქვს ამიტომ უფრო მიზნის პოვნა მჭირდება. სკოლაში 1500 ამდე მოსწავლეა მაგრამ მხოლოდ 20 შეძლებს წასვლას... შერჩევითობის პრინციპით აირჩევენ მოსწავლეებს... ჩემი ბედის ჭირიმე ახლა ჩაკვდება მაინდამაინც😂

სახლში წასვლა გადავწყვიტე, ცხოვრება ისევ ისეთი უაზროა როგორც დილას. მივდივარ სახლში.
გზაში ნაბიჯების ხმა მესმის, ყურადღება თითქოს არ მივაქციე, ნუ ვცდილობდი რომ არ მიმექცია. მაგრამ ამდროს აქ ვინ უნდა მიდიოდესთქო ვიფიქრე, ფეხის ნაბიჯებს ავუჩქარე. მანაც აუჩქარა. უფრო სწრაფად წავედი. უცებ ვგრძნობ მისი სუნთქვის ხმას. კიმაგრამ ხმას არ იღებს🤷‍♀️
უცებ მკლავში ხელი ჩამავლო....
მისკენ შემატრიალა...
კი ნამდვილად ძაან შემეშინდა, მაგრამ სარას "შეყვარებული" აღმოჩნდა.
-რატომ მომყვებოდი?
-მიმდოდა რაღაც მეთქვა
-დაგეძახა მაინც... კინაღამ გული გამისკდა.
-შენი სახელიც კი არ ვიცოდი, უბრალოდ მინდა გაგაფრთხილო რომ თუკი ვინმეს ეტყვი რაც იქ დაინახე შენი საქმე კარგად არ წავა.

არც ვაპირებდი ვინმესთვის თქმას.
-გგონია ვინმესთან იმაზე საუბარს დავიწყებ როგორ ჟიმავდი სარას?
არც ვაპირებდი
-ხოდა ძაან კარგი!
რაღაც ისეთი მკაცრი ტონით თქვა ძვალ რბილში გამიარა, გამოვბრუნდი და სახლში წავედი. ის მეორე მხარეს შებრუნდა და იქეთ წავიდა.

ძლივს გავშორდი ამ ნაგავსაყრელს.
მივაღწიე სახლამდე. ჭიშკართან მივედი და წლების წინ გაკეთებულ კარებს რომელიც აღარც ვარგა და ჭანჭიკების უღრიჭინებს ხელი მოვკიდე და ძალის დახმარებით გავაღე (კარებზე ვიძალადე😂🤌)
შევედი ეზოში და კარის გასაღების ძებნა დავიწყე. ვერ ვიპოვე მაგრამ ეგ არაფერი ქვა ავიღე ფანჯარას ვესროლე და შიგნით შევძვერი.

ხო ეს თავი აქ დასრულდა. რავი გავაგრძელებ ალბათ წერას. მომდევნო თავებიც წაიკითხეთ და ვოუთი არ დაგავიწყდეთ💗
პირველი თავი 767 სიტყვა.

დიდხანს და ბედნიერად😍🤌Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang