სახლში შევედი, ვფიქრობდი თაეზე... თავიდან მის მიმართ სიმპათია მეც მქონდა... მაგრამ თან არ მინდა რომ ჩემი კლასელი მომწონდეს. არც ვარ დარწმუნებული იმაში რამდენად მომწონს... მეცადინეობა დავიწყე... მაინც მასზე ვფიქრობდი, მერე გადავწყვიტე ტელეფონი ამეღო და რომელიმე სოციალურ ქსელში შევსულიყავი. ინსტაზე შევედი და რექვესთებში ვიღაც ბიჭი მიგზავნიდა რექვესთს... ვნახე და kim taehyungი იყო... თანხმობა მივეცი... სკოლიდან მოსულს საჭმელი არ მიჭამია ამიტომ ძალიან მშიოდა... რათქმაუნდა დედაჩემს საჭმლის დატოვება აზრადაც არ მოსვლია, ხოდა გადავწყვიტე გავსულიყავი და მაღაზიაში რამე მეყიდა და მეჭამა. თან მაღაზია ძალიან ახლოსაა ჩვენს სახლთან. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ესე ჩავიცვი
Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.
არ მინდოდა ძალიან გადაპრანჭულად ჩამეცვა... თავისუფლად ჩავიცვი, სპორტულები და წავედი მაღაზიაში. გზად სოიონი შემხვდა. ჰიპ-ჰოპიდან ბრუნდებოდა. გამიხარდა... მითხრა რომ ძალიან დაღლილი იყო, შევთავაზე ჩემთან ერთად წამოსულიყო საჭმელად, სოიონმა შემომთავაზა ერთ კარგ ადგილას წასვლა სადაც ძალიან გემრიელ corndog ებს შევჭამდით. ჯერ ახალი გადმოსული ვარ და მაგიტომ არვიცი სად შეიძლება გემრიელად ჭამა. სოიონს გავყევი. მართლაც ძალიან კარგია რომ ჩემთან ახლოს ცხოვრობს. პატარა დუქანში ესეთი corndog-ები ვიყიდეთ
Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.