თავი პირველი

102 12 0
                                    


თავი პირველი

მია

თვრამეტი წლის ასაკში...

- მია! - ქვემოდან კვლავ გაისმა ძახილი, ამოვიოხრე და ბალიშში თავი ჩავრგე. - ჩამოდი და ნაგავი გადაყარე! - დედინაცვლის განრისხებული ხმა მომესმა. ღრმად ჩავისუნთქე და საწოლიდან წამოვდექი, თვალები დავისრისე და ტუმბოდან სათვალეები ავიღე.

- მია! - კიდევ გაჰკივის მაკა.

- ახლავე ჩამოვალ!

- მაშინ, ნუ ზოზინობ!

- მძულს ჩემი ცხოვრება...- ჩემთვის ჩავილაპარაკე და სააბაზანოში გავედი, რომ ჩემი საქმე დამემთავრებინა. გზად კი, როგორც ყოველთვის ჩემი ქერა ნახევარდა დამხვდა. ჩემი დანახვისთანავე ნაბიჯს აუჩქარა და სააბაზანოში შემასწრო. - მაგარია!

ახლა, მთელი დილა ვეღარ შევალ შხაპის მისაღებად. ქეთა და მე როცა პატარები ვიყავით საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ნამდვილი დებივით, მაგრამ როგორც კი გარდატეხის ასაკი დაგვიდგა, ის ნამდვილი გოგოშკური გოგო გახდა, მე კი არ მაინტერესებდა უბრალოდ ლამაზი კაბები და მაკიაჟი.

ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის თამაში მომწონდა. წიგნების კითხვა მიყვარდა და ასე ვთქვათ ნერდი ვიყავი, მაგრამ თავისუფალი ნერდი. ოჯახის წევრები და სანათესაოები, რომლებიც წესით ჩემსკენ უნდა ყოფილიყვნენ, პირიქით ყოველთვის ქეთას მხარს იჭერდნენ, ეს კი ხანდახან იმდენად მაღიზიანებდა ვერც კი წარმოიდგენთ.

ქეთა, ქერათმიანი, გრძელფეხება გოგონა იყო, რომელმაც სილამაზის კონკურსში მიყოლებით სამჯერ გაიმარჯვა. საკუთარი მამაც კი არ მექცეოდა ისე კარგად, როგორც ქეთას ექცეოდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მთელი გული სწავლისთვის მიმეძღვნა და სტიპენტია ამეღო.

ბავშვობიდანვე მინდოდა საზღვარ გარეთ სწავლა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი რომ გამომსვლოდა.

ყველაფრის შემდეგDonde viven las historias. Descúbrelo ahora