თავი მეხუთე

83 13 2
                                    

მია
ათი წლის შემდეგ...

ზოგი იკითხავს, როგორ შეიცვალა იმ დღიდან შენი ცხოვრებაო? მინდა ვთქვა, რომ რადიკალურად შეიცვალა ჩემი სამყარო. ათი წლის წინ ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, მეგონა ახლად ნაპოვნი სიყვარული სამუდამოდ გასტანდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასე არ უნდა მომხდარიყო.

- თქვენი ყავა, მისტერ კინგ. - თავაზიანად გავუღიმე და ყავა ჩვეულ ადგილას დავუდე.

- მადლობა, მია. - თქვა ჩემმა უფროსმა და თავაზიანად გამიღიმა. ყავა აიღო და დალია, მე კი ტაბლეტი მოვამზადე და განრიგს დავხედე. - დღევანდელი განრიგი?

- თორმეტ საათზე ქალაქის გუბერნატორთან ერთად სადილი გაქვთ დაგეგმილი, ორის ნახევარზე კი ახალი ფირიალის გახსნა, ოთხ საათზე თავჯდომარეთა თათბირი. - მას შევხედე და გავუღიმე. - ჰო, მართლა თქვენმა დამ გადმოგცათ, რომ დღეს სავახშმოთ გელოდებოდათ, ამიტომ საღამოს დრო გამოგითავისუფლეთ, ვიფიქრე, რომ ვახშამზე წასვლას გადაწყვეტდით.

- გასაგებია. - თავი დამიქნია. - თავისუფალი ხარ. - გავუღიმე.

თავი დავუქნიე და ოფისიდან გამოვედი, ჩემს კუთვნილ ადგილას დავბრუნდი. მონიტორს მივუბრუნდი და მშვიდად გავაგრძელე ჩემი საქმე.

ამ კომპანიაში უკვე რვა წელზე მეტია, რაც ვმუშაობ. ჯერ კიდევ მეორე კურსზე ვიყავი, როცა სტაჟირება K&G group-ში დავიწყე. ერთ-ერთი მსხვილი მდიდრული, მსხვილი კომპანია ლონდონში. აქამდე მოსაღწევად ბევრი დამჭირდა და საკუთარი თავიც არ დავზოგე. ბიზნეს ადმინისტრირების მეორე კურსზე ვიყავი, როცა შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა, იმ დროისათვის კანდიდატები აუცილებლად უბდა ყოფილიყვნენ დამამთავრებელ კურსზე მაინც, საკმარისი ცოდნისათვის. საუბედუროდ მე არ ვყოფილვარ დამამთავრებელი კურსის სრუდენტი, ამიტომ ცოტათი გამიჭირდა პროფესორების დარწმუნება, რათა ჩემთვის მონაწილეობის უფლება მოეცათ.

ყველაფრის შემდეგHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin