იუნგიმ უკან დაბრუნება გადაწყვიტა
ჩაფიქრებული მისეირნობდა და ირგვლივ ვერაფერს არჩევდა მაგრამ იცოდა რომ სახლში მიდიოდა.მოგონები არ აძლევდნენ საშვალებას და თავს არ ანებებდნენ, იუნგის არ უნდოდა საშინლად არ სურდა ახლა და ამ მდგომარეობაში წარსულზე ფიქრი მაგრამ თავს ვერ მოერია მაინც ამოხეთქა მის გონებაში კარგმა მაგრამ ამავე დროს ტკივილის მომტანმა მოგონებებმა, მას აღარ შეეძლო მეტი სიარული უკვე სახლთან ახლოს იყო მაგრამ იქვე ბარში შესვლა გადაწყვიტა იქნებ ალკოჰოლს მაინც ჩაეხშო ეს ტკივილი.
ბარში შევიდა და ყველაზე ძლიერი ვისკი შეუკვეთა მალევე მიუტანეს იუნგიმ კი მაშინთვე გადაკრა თითქოს წყალი იყოს, ბარმენს კი ძალიან გაუკვირდა ასე როგორ დალია ვისკი ეს ხომ ძალიან ძლიერი იყო, იუნგის ყელი ჩაეწვა მაგრამ ძალიან მოეწონა და
ისევ შეუკვეთა მაგრამ ახლა ცოტა მოსვა, ხოლო მისი გონება წარსულის მოგონებებმა მოიცვა.მას ახსოვდა ყველაფერს ნათლად ხედავდა ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო როდესაც ვიღაც შეუყვარდა მას იმ პერიოდში უკვე დიდი ხნის გააზრებული ქონდა თავისი ორიენტაცია და მას ბიჭი შეუყვარდა, მაგრამ ერთი პრობლემა იყო ეს ბიჭი მას ვერ ამჩნევდა, იუნგის კი გული საშინლად სტკიოდა ყოველთვის როდესაც მის გვერდით ჩაივლიდა მისი სიყვარულის ობიექტი მას ვერ ამჩნევდა და ასე გაგრძელდა მთელი ერთი წელი, ერთ დღეს როგორც ყოველთვის გულნატკენი იუნგი რომელიც ვერც დღეს შეამჩნიეს და თვითონაც ვერ ბედავდა პირველი ნაბიჯის გადადგმას, შინ ბრუნდებოდა როდესაც უეცრად ვიღაც დაეჯახა და იუნგი ძირს წააქცია,
უცნობმა ბოდიში მოუხადა და იუნგის ადგომაში დაეხმარა და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და აქედან იწყება მათი სიყვარულის ისტორია, ისინი ურთიერთობაში ერთი წელი იყვნენ ამიტომ ურთიერთობის ერთი წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტეს, ამიტომ იუნგი ძვირადღირებულ რესტორანში დაპატიჟა და უთხრა რომ თვითონ მიაკითხავდა
იუნგიც დასთანხმდა.