გათენდა და იუნგის გუშინდელი ახსენდება, რაც თეჰიონი გააცილა მას მერე ძინავს მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ აქვს რადგან საშინლად შია საჭლის მომზადება ეზარება, ამიტომ მალევე ემზადება და სახლიდან გადის რომ სადმე ჭამოს, ლიფტში შედის და ლიფტის კარიც იკეტება მაგრამ უეცრად ვიღაც ასწრებს და ლიფტში შედის,
ვინ უნდა იყოს თუ არა თეჰიონი
ერთმანეთს ესალმებიან და ისევ სიჩუმე..._ იუნგი გარეთ საჭმელად მივდივარ და თუ გინდა წამოდი, ჩემზე იყოს
_ კარგი მაინც არ აქვს უარის თქმას აზრი
იუნგიმ თვალები გადაატრიალა და თეჰიონს შეხედა, ამაზე კი მას ჩაეცინა და გაიფიქრა თუ რა საყვარელი იყო იუნგი ამ დროს.
უკვე კაფეში დასხდნენ, საჭმელიც შეუკვეთეს და ახლა ელოდებიან როდის მოიტანენ შეკვეთას, საუბარს ისევ თეჰიონი იწყებს
_ იუნგი რაღაც მინდა გკითხო
_ გისმენ
_ შეიძლება უცნაურად ჟღერს მაგრამ წარსულში ხომ არ გიცნობდი?
_ არა და მაგას რატომ მეკითხები
_ისეთი არაფერია დაივიწყე
_ აუუ მითხარიი რა ახლა დამაინტერესა ეგრე რო თქვი
იუნგი ისე საყვარლად ბუზღუნებდა რომ თეჰიონმა უარი ვეღარ თქვა.
_ კარგი ხო წარსულში რაღაც ინციდენტი შემემთხვა და ამნეზია დამემართა, ოღონდ ჩემი გონებიდან მხოლოდ ადამიანების სახეები ამოიშალა, არავინ მახსოვდა ვიცოდი დედა და მამა მაგრამ მათი სახე და გარეგნობა თუ როგორ გამოიყურებოდნენ არ ვიცოდი, მათი ნახვის შემდეგ კი მოგონებები მიბრუნდებოდა, მაგრამ იყო კიდევ ვიღაც და არ მახსოვს, უბრალოდ ვგრძნობ რომ ვიღაც განსაკუთრებული დავკარგე და ვერ ვიხსენებ.
_ მეც დამემართა რაღაც ეგეთი ოღონდ ჩემს შემთხვევაში ის ძალით დავივიწყე რომ ტკივილი აღარ მეგრძნო მაგრამ ასე არ მოხდა ის კიდევ მახსენებს ხოლმე თავს.
_ მიხარია
_ რა გიხარია რო ვიტანჯები?
_ არა უბრალოდ პირველად ვისაუბრეთ პირადულზე და ერთმანეთს გული გადავუშალეთ ეს კი კარგი გრძნობა იყო
_ ხო ბედი შენი რო კარგ ხასიათზე ვარ დაიმახსოვრე ეს საუბარი ჩვენს შორის არ შემდგარა
_ შან რა ჯადოს მიკეთებ?
_კი
საუბარი მიმტანმა გააწყვეტინა საბოლოოდ მათი ყურადღებაც საჭმელზე გადავიდა რომელიც ასე გემრიელად გამოიყურებოდა.