ყველაფერი კარგად მიდიოდა,გაირკვა რომ მოხუც კაცს თავი არ მოუკლავს რადგან ის გაგუდული იყო ხოლო მკვლელმა წაითამაშა თვითმკვლელობის საქმე
-მაგრა გვეკაიფება-გაეცინა საბას
-ვეთანხმებით ყველა-თქვა ირაკლიმ
-ირაკლი,რაშია საქმე?
-რას გულისხმობ?
-ბოლო დროა მკაფიოდ აფიქსირებ აზრს და გვეთანხმები-გაეცინა სოფის
-არშეიძლება?-ყველა ჩუმად იყო, სანამ ტელეფონი არ აწკრიალდა ყველასი
-ეს რა ჯანდაბაა?...
-ფუუ,რაარის ესსს-სოფის ტელეფონი გაუვარდა,ირაკლი მივიდა და ტელეფონი აიღო
-ამისი!-ხმამაღლა დაიყვირა
-მოკლული გვამის ფეხია...-ენი ჩამოჯდა და შუბლზე მოისვა ხელი-უნდა წავიდე
-სად?!-ირაკლიმ მკლავში მოკიდა ხელი გოგოს
-მამაჩემთან ირაკლი!რა თქმა უნდა გვამის კიდურთან! -გოგონას ნერვებმა უმტყუნა,აშკარაა რომ ირაკლიმ გააღიზიანა
-კარგი,კარგი დაწყნარდი!-ხელი მოადუნა ირაკლიმ და მოჭერილ ადგილას ნაზად ჩამოუსვა
-გაიწიე!ნუ მებლანდები ფეხებში!-ხელი კრა და დანიშნულების ადგილას მანქანით წავიდა,ყველა გაკვირვებული იყურებოდა გოგოსკენ,შემდეგ ირაკლისკენ ხოლო მერე ერთმანეთს მიაშტერდნენ
-რას გვიყურებთ?!დროზე უკან გაყვეს ორი მანქანა!-ელვასავით დასჭექა ირაკლიმ,საბამ რაციით გადასცა ორ საპატრულო მანქანას და თვითონაც გაყვნენ გოგოს,ადგილზე მისულ ენის, გული შეუწუხდა სუნისგან,ძალზედ მძაფრი სუნი იდგა,ნელა შეაღო კარი და შევიდა
-საშინელი სუნია!-ამოიგმინა გოგონამ და იარაღი გადატენა,ნელა ათვალიერებდა ოთახებს სანამ ირაკლი და საბა არ შენიშნა
-ამის დედაც!რამის მოგკლაით!-გოგონამ ორიოდენ მეტრში ააცდინა ბიჭებს ტყვია,ბიჭები შიშისგან გაქვავდნენ და ენის გახედეს
-სიცოცხლე მოგბეზრდათ რომელიმეს?თუ ასეა რომელია პირველი?!-გოგონამ ორივეს დაუმიზნა იარაღი
-ენი,გთხოვ!დაწიე იარაღი-ირაკლიმ სცადა ნაბიჯის გადადგმა
-ირაკლი!ანუ შენ?!კარგიი მით უკეთესი
-არა,არა!კარგი არ მოვალ!-ბიჭმა გადაწეული ფეხი უკან გადმოწია შიშისგან
-ენი!სასაცილო არარის!-ნელა გაუწოდა საბამ ხელი,პოლიცია გაშტერებული უყურებდა გოგონას
-არარის?-გოგონამ ორივეს შუაში ისროლა ერთი ტყვია-არც ახლა?-ბიჭებმა ყურებზე მიიფარეს ხელი შიშისგან
-კარგი რა,დასაკლავი ბატკნებივით კანკალებთ-გოგონას გაეცინა-დაათვალიერეთ ოთახები,რას დგახართ?!-ორივე ბიჭი სხვადასხვა ოთახში გაიქცა,მალევე საბას ხმა შემოესმათ
-მალე!აქეთ-ხელით ანიშნა ბიჭმა,ყველა მივიდა და ნახა გვამის ორი სხვადასვა კიდური,სხვადასხვა გვამის კიდური!ენიმ ერთი ნაბიჯი როგორცკი გადადგა მაშინვე რაღაცა აწიკწიკდა-ჯანდაბა!ყველანი დაბლა!-საბამ თავი დაწია თუ არა ისარი პირდაპირ ენის მოხვდა გულმკერდის ოდნავ დაბლა-ენი!ენი!-საბამ ხელი მიაშველა და გოგონას სხეული მიიხუტა
-ირაკლი!-ირაკლი გაქვავებული უყურებდა სისხლში მოცურავე ენის
-ირაკლი!-მეორე ხმაზე უკვე გონს მოვიდა,ენი ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა,საბა უკან მიუწდა ჭრილობაზე ხელს ადებდა რადგან ზედმეტად ბევრი სისხლი სდიოდა ენის
-გაუძელი ენ!-საბა ჩურჩულებდა ყურში,ხოლო ირაკლი თავის თავს გულში ლანძღავდა როგორ მოხდა,საბასთვის დამიზნული ისარი ენის?როგორ?ყველაფერი კარგად გათვალა!მალევე ჰოსპიტალში მივიდნენ
-დაგვეხმარეთ!გვიშველეთ!-ექთნები მიცვივდნენ პაციენტს და საკანცეზე დააწვინეს
-ბევრი სისხლი დაკარგა!-თქვა ქერა ექთანმა
-პულსი ეცემა ექიმო!-მეორე მედდა ამბობს
-საოპერაციო მოამზადეთ!-კარში შესული ენი და ექიმებიც მალევე გაქრნენ,დარჩა ირაკლი და საბა
-რა ნაბიჭვარია!-საბამ დაიწყო მკვლელის ლანძღვა,ირაკლი სისხლიან ხელებს უყურებდა-წავალ ჩამოვიბან!-ბიჭების საპირფარეშოში შევიდა ბიჭი და ონკანი მოუშვა-ამის დედაც!როგორ?!როგორ ვერ გავზომე ენის იქ ყოფნა?-ბიჭი სისხლიან ხელებს სახეზე ირტყავდა,ათასგვარ საშინელებას ამბობდა და ილანძღავდა თავს,ბოლოს ხელპირი ჩამოიბანა და საოპერაციოსკენ დაიძრა
-რა ნაბიჭვარია!ყველაფრის თავი ეს ახვარია!-საკეტის ხმა გაისმა და კარიდან ლილუ გამოვიდა,გასასვლელისკენ გაიქცა და თავიდან შემოვიდა რადგან ირაკლი იეჭვებდა რაღაცას იცოდა..._______________
ესეც ასეე მოვაღწიეთ მეც და ახალმა თავებმაც😁
![](https://img.wattpad.com/cover/349868449-288-k68393.jpg)
YOU ARE READING
უცნობი აჩრდილი
Romanceგამომძიებელი გოგონა და მისი უფროსი,ენი ჭანტურია და ირაკლი ბაგრატიონი იძიებენ საქმეს,რომელიც გაუჩინარებულ ოჯახს ეხება.