- ანიტა დაივიწყე და ის გოგო მომიყვანე!
თვალით ელენაზე ანიშნა...
რესტორნის მეპატრონემ გაოცებული თვალები მიაბყრო ელენას. მთელი გულით შეეცოდა, რადგან ის კაი პარკერის, ახალი გასართობი იყო.
კაცი ნელ ნელა გაემართა ელენასკენ და გაყოლა სთხოვა.- ბატონო, რაიმე პრობლემაა?
- არაფერი ელენა უბრლაოდ მინდა რომ იმ მაგიდას მოემსახურო.
კაის მაგიდასთან მიუთითა.
- კი მაგრამ...
- არავითარი მაგრამ ელენა! ან იმ მაგიდას მოემსახურები ან არადა სამსახურს დაკარგავ.
ტონს აუწია კაცმა. ელენა შეცბა, ეხლა რომ სამსახური დაეკარგა უსახსრებოდ დარჩებოდა, ამიტომ პრინციპები გვერდით გადადო, გამბედაობა მოიკრიბა და მაგიდას მიეშურა .
კაიმ ელენას დანახვისას ჩაიცინა. მიუხედავდ იმისა რომ ელენა კარგად მალავდა მასში არსებულ: შიშს, ბრაზსა და მღელვარებას, კაის მაინც არ გამოპარვია, გოგონას დაძაბულობა.
- რას ინებებთ?
ელენას ხმა ზარის წკრიალს ჰგავდა, მისი ტემბრი და ჰაეროვანი ბგერები, ნებისმიერი ადამიანის გულში აღწევდა.
- მე ერთი კათხა ლუდი!
თქვა იმ მაგიდასთან მჯდომმა ჯექსონმა.
ელენას თავლებში არცერთისთვის შეუხედავს, ისე იწერდა შეკვეთებს.
ბოლოს კაის გარდა ყველას შეკვეთა ჰქონდა. კაი დუმდა, ელენას მისი მზერით წვავდა და პერიოდულად ჩაიცინებდა ხოლმე.
ელენა არ ჩაეძია კაის და წასვლას აპირებდა, როცა ზურგს უკან, ბოხი, ქარიზმატული და მკაცრი ხმა ჩამესმა.
- შეკვეთა არ დაგვისრულებია.
ელენა მარტივად მიხვდა რომ ეს კაი იყო. შებრუნება არ სურდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
- უკაცრავად...
ელენა თავის ადგილს დაუბრუნდა და თავის აუწევლად მოუბოდიშა კაის.
YOU ARE READING
მაფიოზის რჩეული
Romanceამბავი მოგვითხრობს სასიყვარულო ისტორიას რომელიც ორ ადამიანს გადახდა, მაგრამ სტანდარტული სასიყვარულო ურთიერთობისგან, განსხვავებით ეს გრძნობა არა სითბოთ და სიყვარულით არამედ სიძულვილით დაიწყო...