ელენა თმაზე შეხებას გრძნობს, ეს ძალიან სიამოვნებს, თავი სიზმარში გონია, მაგრამ არა ეს სინამდვილეა!
თვალებს ნელ-ნელა ახელს და მისი თვალები კაის ეჩეხება... თვალები გახელილი აქვს მაგრამ გონებას ისევ სძინავს, რა კარგია არა?! როცა თვალებს ახელ და თვალწინ ასეთი სილუეტს ეჩეხები. თავი უბედნიერესი ადამიანი გგონია, გული სასიამოვნოდ გიჩქარის, მთელს სხეულზე ტაო გაყრის... ეს საოცარი გრძნობაა.
ელენა უყურებს ადამიანს რომელსაც არც კი იცნობს, მაგრამ მისი ყურება სამუდამოდ შეუძლია, მთელი კალიფორნიის ბიჭები ელენას თვალებთან შეხვედრას ლამობდნენ, მაგრამ ამის ღირსი "უცნობი„ გახდა, ვერავინ მოახერხა ამ გოგოს გაყინული გულის აძგერება ამ “უცნობის„ გარდა ამის შემდეგ მას კიდევ “უცნობი„ უნდა ვუწოდო?
კაი უყურებს ელენას, მათი თვალები ისეთივე საოცარ კონტრასტს ქმნიან, როგორც გამთენიისას მზე და მთვარე.
ერთი შეხედვაც კი საკმარიასია რომ დარწმუნდეთ ისინი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები!რა უცნაურია ბედისწერა... ამბობენ ადამიანი რომ იბადება ზეცაში დღიური იქმნება სადაც მისი სახელი, სიკვდილის თარიღი და მისი მეორე ნახევარი წერია.
სიკვდილის თარიღის რა მოგახსენოთ, მაგრამ ალბათ თქვენც მიხვდით ვისი სახელი წერია მეორე ნახევრის გრაფაში.
ელენა თვალებს იფშვეტავს რის გამოც ცხვირი უწითლდება. თავს მაღლა წევს, თმის დალალები გვერძე ეყრება და გაურკვეველი თვალებით კვლავ კაის შესცქერის.
— დილამშვიდობის...
სიჩუმეს კაი არღვევს მაგრამ ისე რომ თვალების კონტაქტს არ წყვეტს.
— როგორ ხარ, ჭრილობა ხომ არ გაწუხებს?
ელენას ხმე ჩვეულებრივზე ბევრად ნაზია, მისი ჰაეროვანი ბგერები კაის ყურში როგორც მუსიკა ისე ჩაესმის. კაი არც კი უსმენს რას ეკითხება, უბრალოდ მის ვარდისფერ ტუჩებს უყურებს.
YOU ARE READING
მაფიოზის რჩეული
Romanceამბავი მოგვითხრობს სასიყვარულო ისტორიას რომელიც ორ ადამიანს გადახდა, მაგრამ სტანდარტული სასიყვარულო ურთიერთობისგან, განსხვავებით ეს გრძნობა არა სითბოთ და სიყვარულით არამედ სიძულვილით დაიწყო...