ელენას ცხელი აბაზანა ძალიან დაეხმარა, კუნთებზე დაჭიმულობა მოეხსნა და ფიქრების ზღვაში გადაეშვა...
— ეხლა რა უნდა გავაკეთო?
ცრემლებით გაევსო თვალები ელენას.
— მე დღეს კინაღამ ადამიანო მოვკალი...მას დიდი ტკივილი მივაყენე...
ელენას სინდისი ქენჯნიდა, მან დღეს ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინა, ადამიანი განზრახ დაჭრა. ამას არასდროს გააკეთებდა, რომ არა შიში... მას ხომ უბრალოდ თავის დაცვა სურდა?!
— ჩემთვის რამე რომ დაეშაებინა? ანიტას სიტყვები რომ ახდენილიყო? მერე რა უნდა მექნა?
ელენა თვალებიდან სიმწრის ცრემლები ცვიოდა.
— დედა... მაპატიე... გთხოვ. დაგპირდი ხომ კეთილი და კარგი ადამიანი ვიქნებოდი... გამოდის რომ მოგატყუე ხელები სისხლში მაქვს ამოსვრილი!
ელენა ძალიან ცუდად იყო. განადგურებული, დათრგუნული, დასუსტებული... ვერაფრით ხსნიდა რა მოხდა, ერთი შეხედვით გასაგებია მიზეზი, მაგრამ მოდით უფრო სიღრმისეულად შევხედოთ.
ელენამ კაი გაუპატიურების შიშის გამო დაჭრა, მაგრამ კაი მის მიმართ არაადეკვატურად მშვიდი და თბილი იყო... რატომ? ტკივილისგან დატანჯული მაინც ელენას რატომ ამშვიდებდა? რატომ სთხოვდა არ ეტირა? რატომ არ დაადანაშაულა? რატომ არ დაუძახა დაცვას რომ ელენა დაეკავებინა?
რატომ?
რატომ?
რატომ?
ეს კითხვა, უფრო აბნევდა, ზოგადად ელენა არასდროს უღრმავდება ამ კითხვას, რადგან თვლის რომ კითხვა "რატომს" შეუძლია ადამიანი სიგიჟემდეც კი მიიყვანოს. ეს მართალია... ელენას სულ უკვირდა ხალხი ამ ხიკთვას ამხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებდა, და მან ამ კითხვაზე პასუხი საკუთარ მაგალითზე გაიგო.
ეს კითხვა ადამიან თავს თუ დაატყდა, ვერასდროს მოიშორებს, მაგრამ იქნებ არც არის საჭირო მოშორება, როცა არსებობს დავიწყება?
YOU ARE READING
მაფიოზის რჩეული
Romanceამბავი მოგვითხრობს სასიყვარულო ისტორიას რომელიც ორ ადამიანს გადახდა, მაგრამ სტანდარტული სასიყვარულო ურთიერთობისგან, განსხვავებით ეს გრძნობა არა სითბოთ და სიყვარულით არამედ სიძულვილით დაიწყო...