7

141 14 2
                                    

ვივიანის pov:
კორეაში ახლახანს ჩამოვფრინდით მე და ლილი. ახლა კომპანიაში მივდივართ. აი ესეც ასე მივედით.
Jyp:გამარჯობათ გოგონებო, მოხარული ვარ რომ გაგიცანით
მე:გმადლობთ, ჩვენც.
ლილი:დიახ, ჩვენც მოხარული ვართ
Jyp:რაღაცეებზე უნდა გესაუბროთ, მოდი დაჯექით.
ჩვემც დავჯექით.
Jyp:ვივიან, მოდი შენს თავზე მომიყევი ჯერ.
მე:კარგით. ესეიგი მე კიმ ვივიანი ვარ, 17 წლის, ნახევრად ქართველი, ნახევრად კორეელი, დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები არიან, აქამდე დედასთან ვცხოვრობდი საქართველოში, ჩემი ნახევარძმაა ლიი ფელიქსი, ჩვენ მხოლოდ მამა გვყავს საერთო, დედა ახლა კი პარკ ჯისუნგზე ქორწინდება, მეგობრები ასევე მოფერებით ვივისაც მეძახიან ხოლმე, ასევე მყავდა შეყვარებული, სუჰო, რომელმაც მიღალატა და ამის გამო დავშორდი, ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი, ვგიჟდები კეიპოპზე, საყვარელი კეიპოპ ჯგუფია ბლექფინქი, ვგიჟდები ასევე ფილმებზე და კიდევ მიყვარს გართობა, თამაში, რაც შეეხება ჩემს ნიჭს ცეკვაზე 7 წლიდან დავდივარ, შესანიშნავად ვრეპავ და ვმღერი. სხვა რაღა გითხრათ ბატონო
Jyp:ძალიან კარგი, რატომ გინდათ კეიპოპ აიდოლობა?
მე:რადგან უბრალოდ ეს ჩემი სფეროა, მინდა რომ მეც ვიმღერო, ვიცეკვო და წარმატებას მივაღწიო, მე უბრალოდ ვაბოდებ კეიპოპზე და მინდა რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყო
Jyp:ძალიან კარგი, მინდა გითხრათ რომ თქვენ აყვანილი ხართ!
მე:იესს!
Jyp:ლილი ახლა შენი ჯერია.
ლილი:კარგით, ესეიგი მე ვარ ლილი, ნამდვილი სახელია პრანპრია მანობალი, მოგვიანებით გადავირქვი ლალისად, მეგობრები ლისას მეძახდნენ მარა მერე ზედმეტსახელი მომიფიქრეს ლილი და ახლა ყველა ლილიდ მიცნობს, ვარ 17 წლის, ტაილანდელი, ასევე ვივის საუკეთესო მეგობარი, მას 16 წელია რაც ვიცნობ, ხო მეც ვცხოვრობდი საქართველოში ვივისთან ერთად, ოჯახს რაც შეეხება მხოლოდ მამა და ჩემი და დამრჩა, დედა ავარიაში დამეღუპა, ნიჭს რაც შეეხება ცეკვა და სიმღერა გამომდის კარგად, ვოკალი. (ვიცი ლისას არ აქვს ვოკალი მარა ამ ფიკში ვითომ ლისას მაღალი ვოკალი აქვს)
Jyp:რატომ გინდათ კეიპოპ აიდოლობა?
ლილი:რადგან მე მიყვარს სიმღერა და ცეკვა, როდესაც ვმღერი, ვცეკვავ შვებას ვგრძნობ, ერთი სული მაქვს როდის მექნება საკუთარი ჯგუფის სიმღერა
Jyp:თქვენც აყვანილი ხართ ლილი, და ხო, ლილი ამიერიდან შენი სახელი ლისა ან ლალისა იქნება, ლილი ნიკნეიმი, ლისა სასცენო სახელი, ლალისა მთლიანი სახელი, ხოლო პრანპრია ნამდვილი სახელი, ანუ ახლა ლისა ხარ
ლისა:აა კარგით გასაგებია
Jyp:შეგიძლიათ ახლა წახვიდეთ
მე,ლისა:ნახვამდის
გარეთ გამოვედით როდესაც ვიღაცას შევეფეთეთ.
მე:ოეთ წინ იყურეთ
??:ვაა დაიკო, მომენატრე
მე: ფელიქს?
ფელიქსი:რაიყო არ მელოდი?
მე:გააჯვი
ქართულად ვუთხარი, ეს მან ვერ გაიგო რადგან ქართული არ იცოდა, აი ლისამ კი გაიგო და ჩაიცინა
ფელიქსი:რათქვი ახლა?!
მე:არაფერი ისეთი
ლისა:საერთოდ არაფერი ისეთი კაცო
მე:გეყო შენ და წამოებლაყვე
და ჩვენ გამოვედით. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ არ გამიხარდა მათი დანახვა.
მე:აახ რა აუტანლები არიან, აი აქ მოსვლა იმიტომ არ მინდოდა რომ მათ შევხვდებოდი
ლისა:არ იდარდო მაგაზე ვივი, ჭკუას ვასწავლით, ის პატარა გოგო აღარ ხარ რომელსაც ფელიქსი დაამცირებს
მე:მართალი ხარ ლისა! ჭკუა უნდა ვასწავლოთ
ლისა:კაი ახლა კი სახლში წავიდეთ ჯერ ოღონდ
მე: კაიი

just a trainee? ✔️ (დასრულებული)Where stories live. Discover now