1 წლის შემდეგ:
მოგესალმებით, ისევ მე ვარ. უკვე 1 წელი გავიდა და ამ 1 წელში წარმოუდგენელ რეკორდებს მივაღწიეთ მე და გოგონებმა, ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი გავხდით და ბევრ რამეს მივაღწიეთ რაც ძალიან მიხარია. გვყავს უამრავი უსაყვარლესი ფანი რომლებიც გვაბედნიერებს, მხოლოდ მათ გამო ვაგრძელებთ, პირადად მე მხოლოდ ბლინქების გამო ვაგრძელებ აიდოლობას... ჰაჰ, რატომ? რადგან კეიპოპში ერთ-ერთი ყველაზე დაჰეითებული აიდოლი მე ვარ, რაც არ უნდა ვქნა ყველაფერზე მეკიდებიან, ყველაფერზე მაჰეითებენ აღარ შემიძლია, ყოველ ჯერზე როდესაც ვეცემი და ვნებდები, ერთადერთი გოგონები და ბლინქები მაყენებენ და მაძლევენ ძალას, მოტივაციას, მათ გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა. გოგონებიც არანაკლებ არიან დაჰეითებულები, მათაც ბევრი ადამიანი აჰეითებს, ძალიან ბევრი, მარა არა ჩემნაირად... ნუ ცხოვრებას ვაგრძელებ მაინც, რაც არის არისStray kids pov:
Jyp: მოგესალმებით ბიჭებო, ესეიგი თქვენ რაღაცაზე სასაუბროდ დაგიბარეთ... ესეიგი მინდა რომ კოლაბი გააკეთოთ ერთ-ერთ რომელიმე გოგონების ჯგუფთან
ბანგაჩანი:რომელ გოგონების ჯგუფთან?
Jyp: ესეიგი კომპანიას უკვე მოველაპარაკე და ისიც თანახმაა, და ეს ჯგუფი არის ბლექფინქი, ისინი წელს ყველაზე წარმატებული, ყველაზე დიდი და საუკეთესო ჯგუფია მთელს კეიპოპში, მათთან კოლაბი წარმატებას მოგვიტანს, გარდა ამისა ძალიან ნიჭიერი და საყვარელი, კეთილი გოგონები არიან, მარტივად მორიგდებით
ფელიქსი:რაა? არა, არა! არ მინდა მათთან კოლაბი სხვა ჯგუფი მონახეთ მაგალითად ითზი ან თვაისი ან ვინმე ოღონდ ბლექფინქი არა!
Jyp:რატომ ფელიქს? გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და 1 თვით ცალკე სახლში გადახვალთ სიმღერის მოსამზადებლად, აქ არ შეიძლება, საშიშია რადგან ჰეითერები რაღაცეებს აწყობენ, ხომ იცით მომო უკვე მოყვა ავარიაში რომელიც ჰეითერების მიერ იყო მოწყობილი, რიუჯინი კი რამისაა მოიტაცეს როდესაც გვეგონა რომ ჰეითერი სტაფის წევრი იყო, კიდეკაი მიხვდა, რომ გაიგებენ უსაფრთხოდ უნდა იყოთ და მაგიტომაც ცალკე სახლში გადახვალთ, მორჩა ყველაფერი დაგეგმილია და ხვალ გადადიხართ ახალ სახლში, იმედია მოგეწონებათ
ფელიქსი:რაა? აუუ კარგით რაა
Jyp:ფელიქს უკვე დროა შენს დასთან პრობლემები მოაგვარო, მას არაფერი დაუშავებია
ფელიქსი:თქვენ არ იცით არაფერი!
Jyp:ვიცი, მან მომიყვა, მისი ბრალი არაა რომ ბავშვობა დაგენგრა, რახან მამაშენმა დედაშენს უღალატა როცა 4 წლის იყავი, სხვა ქალთან დაწვა, დააორსულა და ბავშვის გამო 2 წელი მათთან დარჩა მარა ეს ვივის ბრალი არაა, ის უბრალოდ გაჩნდა, ის კი არა მამაშენჯ უნდა გეზიზღებოდეს, მან დაგიმსხვრია ბავშვობა და არა ვივიმ, ეგრე შენც დაუმსხვრიე ცხოვრება მას, მამათქვენი ხომ დედაშენთან დაბრუნდა როცა ვივი 2 წლის იყო, მას არ წაართვი ბავშვობა? მარა მას მაინც არ სძულხარ, ასე რომ ფელიქს გაანძრიე ტვინი და ეცადე მოაგვარო მასთან ურთიერთობა, რომ გაიცნობ მიხვდები თუ რა უსაყვარლესი და უმშვენიერესი და გყოლია
ჯეონგინი:ხოო მართლაც, ვივი ჩემი საუკეთესო მეგობარია, შესანიშნავი და უსაყვარლესი ადამიანია, მისნაირ ანგელოზს ჯერ არსად არ შევხვედრივარ
ფელიქსი:ჯეონგინ რაა? მას როდის შეხვდი?
ჯეონგინი:ერთი წლის წინ, კაფეში შევხვდი და გავიცანი, დავმეგობრდით და საუკეთესო მეგობრები გავხდით, როგორ გგონია ვივის დაბადების დღის წინა დღეს ის ფულის ტორტი თუ რაცაა ვის ვუყიდე?
ფელიქსი:რაა? ერთი წელია მეგობრობ და მე არ ვიცი? კარგით რაა
ჯეონგინი: ფელიქს მოაგვარე მასთან ურთიერთობა, დამიჯერე არ ინანებ
ფელიქსი:ეეჰ, იქნებ მართალი ხართ, ვეცდები მოვაგვაროBlackpink pov:
Yg: გოგონებო აქ რაღაცის სათქმელად დაგიბარეთ
ვივი:გისმენთ
Yg:ესეიგი გადავწყვიტე რომ თქვენ ერთ-ერთ ბიჭების ჯგუფთან მოგეხდინათ კოლაბრაცია
ჯენი:რომელ ბიჭების ჯგუფს ჰულისხმობთ?
Yg:სთრეი ქიდსს, ისინი ძალიან წარმატებულები არიან და საუკეთესო ბიჭების ჯგუფი, მათაც თქვენნაირად ძალიან ბევრი რეკორდი მოხსნეს ამიტომ ეს კოლაბი წარმატებას მოგვიტანს
ვივი:რაა? აუუ იქ ჩემი ძმაა და მისი ატანა მომიწევს
Yg:და ხოო კიდევ ცალკე სახლში გადახვალთ, ჰეითერების გამო, ალბათ უკვე იცით რაც დაემართათ მომოს და რიუჯინს, თქვენი აქ ყოფნა უსაფრთხო არ იქნება, ხვალ გადახვალთ ახალ სახლში
ლისა:ააჰ, კარგით
ჯისუ:და რამდენი ხანი უნდა ვიყოთ?
Yg:დრო ერთი თვე გაქვთ
ჯისუ:გასაგებია
როზე:და სახლი აქედან შორსაა?
Yg:ნუუ კიი
როზე:აეჰჰ, კარგით
Yg:კიდევ გაქვთ შეკითხვები?
ლისა:რავი მე არა
ვივი:არც მე
როზე: არც მე
ჯისუ:არც მე
ჯენი:არც მე, ასე რომ თავისუფალები ვართ?
Yg:კი, შეგიძლიათ წახვიდეთ ახლა.
YOU ARE READING
just a trainee? ✔️ (დასრულებული)
Diversosკიმ ვივიანი ერთი უბრალო გოგონაა რომელიც საქართველოდანაა, მისი ოცნება კი არის კეიპოპ აიდოლობა და კორეაში წასვლა. რა მოხდება თუ მას კომპანია jyp დათანხმდება სადაც სთრეი ქიდსია? რა თავგადასავალი გადახდება ვივიანს? წაიკითხეთ და გაიგებთ😉💗🫶🏼