გზას მშვიდად მიუყვებოდა რინდოუ, არსად ეჩქარებოდა, მისი ძველი მეგობარი უნდა მოენახულებინა საქმის მიზნით. ადგილი ზედმეტად გადაკარგული იყო, აკადემია სადაც მხოლოდ მდიდარი ბავშვები ხვდებიდნენ. უეცრად ტელეფონის ხმა გაისმა. რინდოუმ დახედა და უხეშად უპასუხა.
– რა იყო!
– ესეიგი უკვე წახვედი.
– კი... მაინც ვერ ვხვდები იქ რა ჯანდაბა უნდა!
– მის მდიდარ ბიძაშვილს შეაფარა თავი.
– მოვკლავ მაგ კახპას! – დაიყვირა – ვანახებ მე მას ჩემგან გაქცევა და თავის შეფარება, როგორ უნდა.
– წესიერად მოიქეცი ჯეირონი მისი ბიძაშვილია...
– ჯეირონი მე მემორჩილება! – ეს თქვა და უეცრად მანქანა გააჩერა, წინ რაღაც გადმოხტა, ძლივს მოახერხა დატორმუზება. – რა ჯანდაბაა! – დაიყვირა და წინ გაიხედა.
თვალის გუგები შეუვიწროვდა, წინ ლამაზი პატარა გოგონა იდგა, შეშინებული სახით, ფერმკრთალი, დიდი მწვანე თვალებით მას უყურებდა. გრძელ წამწამებს ახამხამებდა, პატარა ცხვირი აეწია და თრთოდა. გრძელ შავ თმას ქარი უწეწავდა. თეთრი ნაზი კაბა ეცვა, ფეხზე არაფერი. რინდოუ გაშტერებული უყურებდა ამ სილამაზეს. გოგონამ თავი დაუხარა ბოდიშის ნიშნად და ტყეში შევარდა.
– ცოცხალი ხარ?! – ეუბნება რანი ტელეფონიდან.
– კი ვიღაც გიჟი გოგო გადმომიხტა წინ, კინაღამ გავიტანე. – კვლავ ვერ მოსულიყო აზრზე.
– რა დღე გაქ ძმაო... სანზუს უთხარი?
– ჯერ არა.
– კაი წავედი მაშინ მე
გაუთიშა და გზა გააგრძე, ამ სანახაობას თავიდან ვერ იგდებდა. ვინ იყო ეს გიჟი გოგო, იაპონელი ნამდვილად არ იყო. ასეთი სილამაზე ჯერ არ ენახა. თუმცა ბრაზმა კვლავ ძლია და კვლავ მის საქმეზე გადაერთო. აკადემიაში მივიდა, იქ მცველი დაუხვდა, რომელმაც თავი დაუკრა და წინ გაუძღვა. შენობაში შევიდნენ, ყველა რინდოუს აკვირდებოდა "რა სიმპათიურია", რინდოუს ამაზე ჩაეცინა და თმები შეისწორა. მცველმა კარზე დააკაკუნა და შეაღო, რინდოუც ეგრევე შევიდა. იქ სანზუ, ჯეირონი და კამილა დაუხვდა. ქალს ზიზღით შეხედა.
YOU ARE READING
★მხოლოდ მე მეკუთვნი★
Randomრინდოუ ჰაიტანა შეხვდება ერთ გოგონას სახელად ჰანას, რომელიც დანახვის თანავე დაიბყრობს მის გულს. ჰანას მამა ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალია და რინდოუს მასთან საქმის დაჭერა მოუწევს. სწორედ აქ ვითარდება მოვლენები. მალევე გოგონათი, მისი ძმა, რანიც მოიხიბლება.