რანი მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებდა, როდესაც თავში რაღაც იდეამ დაუარა. მანქანა გააჩერა, უკან გადაწეული თმები წინ გადმოეყარა. სახეზე ხელი მიიდო და თმები გადაიწია. რულს მუშტები დაარტყა და თავი უკან გადააგდო. ეს ერთი იდეა თავიდან არ ამოსდიოდა. "ჯანდაბა!" დაიყვირა, გასწორდა და მანქანა მოაბრუნა. ამ ჯერად მთელი სისწრაფით, ჰანას სახლისკენ გაემართა. გიჟივით შევარდა სახლში, მოსამსახურე გამოვარდა.
– ბატონო რან...
– ჰანა სადა? – ამ კითხვაზე მოსამსახურე გაოცდა. – ვერ გაიგე რა გითხარი?!
– ზემოთაა ჩაკეტილი, ბატონმა რინდოუმ მიბრძანა კარი არ გა...
– გასაღები მომეცი
– კი მაგრამ...
– ახლავე! – დაუყვირა რანმა, მოსამსახურემ ხელის კანკალით გაუწოდა გასაღები.
– ბატონი რინდოუ მომკლავს...
– ვერაფერს გაიგებს, თუ ეტყვი მაშინ მე მოგკლავ!
იგი მეორე სართულზე ავარდა და პირველივე ოთახს ეცა, კარი არ გაიღო. მიხვდა რომ ის ოთახი იყო. გასაღებით გააღო და შიგნით შევარდა. ლოგინთან გოგო ეგდო, მხოლოდ საცვლებით. რანი ეგრევე მივარდა.
– ჰანა! – გოგო ხელში აიყვანა და ლოგინზე დააწვინა. – ჰანა ხმა გამეცი! – გოგომ თვალები გაახილა.
– რან?
– ხო მე ვარ. – სახეზე ხელი მოუსვა.– მცივა! – ბიჭმა იქვე მიკიდებულ ხალათს წაავლო ხელი და გოგონას მოაცვა.
– გინდა ჰაერზე გაგიყვანო? – გოგომ თავი დაუქნია. ადგომას ცდილობდა, როდესაც რანმა შეაჩერა. – არა არა... მე გაგიყვან. – და ხელში პატარა ბავშვივით აიყვანა. ჰანაც მასზე იყო მიკრული.
– თავი რომ მქონდეს, გეტყოდი დამსვი გარყვნილოთქო. – ჩაეცინა ჰანას.
– ჩუუ... – ღიმილით დახედა. აივანზე გაიყვანა და მის გვერდით დივანზე დასვა, გოგონა მის მხარს მიეყრდნო, თავს ვერ იჭერდა. ბიჭმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ჰანა მას აკვირდებოდა, "ის ისეთი ლამაზია..." ფიქრობდა.
YOU ARE READING
★მხოლოდ მე მეკუთვნი★
Randomრინდოუ ჰაიტანა შეხვდება ერთ გოგონას სახელად ჰანას, რომელიც დანახვის თანავე დაიბყრობს მის გულს. ჰანას მამა ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალია და რინდოუს მასთან საქმის დაჭერა მოუწევს. სწორედ აქ ვითარდება მოვლენები. მალევე გოგონათი, მისი ძმა, რანიც მოიხიბლება.