თავი 3 (კვლავ შეხვედრა)

71 8 1
                                    

ამ შემთხვევის შემდეგ 2 კვირა გავიდა. რინდოუ, რანი და სანზუ, ჰაიაში კენზოსთან უნდა წასულიყვნენ. საქმის მიზნით, მაგრამ რინდოუს სულ სხვა გეგმები ქონდა. საჭესთან მძღოლი იჯდა, გვერძე სანზუ, ხოლო უკან რანი და რინდოუ. რინდოუ ფანჯარას მიყრდნობოდა და ღრმად ჩაფიქრებულიყო, თან ცალყბად ეღიმებოდა. ეს სანზუმ შეამჩნია სარკიდან და მასაც ჩაეღიმა.

- რინდოუ რა გაქვს ჩაფიქრებული, იმ ჯიუტ გოგოს უკავშირდება არა?! - ჩაეცინა. რინდოუს კვლავ ცალყბად გაეღიმა, და თავი სიდენიაზე გადააგდო, ფეხები გაშალა.

- ვინ გოგო? - სერიოზული სახით გახედა რანმა და წარბი აწია.

- ჰაიაში კენზოს ქალიშვილი, მოიცა რა ერქვა... - თავი მოიკატუნა, ვითომ ვერ იხსენებდა.

- ჰანა... - ვნებით წარმოთქვა რინდოუმ და ტუჩი მოიკვნიტა. რანმა თავი მისი ძმისკენ მიწია და მიაშტერდა.

- კამილა ვერ დაიბრუნე? - კამილას ხზენებაზე, რინდოუმ თვალები გადაატრიალა.

- კამილა მკვდარია, არამგონია რინდოუს მისი იქიდან დაბრუნება შეეძლოს. - მისი ლურჯი თვალები ცივი მზერით მიაშტერდა რანს. შიშისმომგვრელი სახით წარმოთქვა ყოველივე.

- ეს ჰანა ძუკნად გინდა? არამგონია ჰაიაში დაგთანხმდეს, ის ხომ მისი მემკვიდრეა.

- არა, ცოლად მინდა. ამით ჰაიაშის ოჯახს უფრო დავუახლოვდებით, თან ძუკნას ძებნაც აღარ დამჭირდება, ეს კამილა უკვე ყელში იყო, ვეღარც მაკმაყოფილებდა. ამიტომ ზედმეტი ნაგავი მოვიშორე.

- უნდა ნახო რა ლამაზია. - თქვა სანზუმ და ჩაიცინა. - უბრალოდ მორჯულება ჭირდება.

- ვიცნობ...

- მოიცა რა? - წარბი აწია, უკან გადაგდებული თავი წამოწია და ძმას გახედა.

- მის ძმას ადაჩის ვიცნობდი, ბოლოს 10 წლის იყო, რომ ვნახე.

- მისი ძმა როგორც მახსოვს 2021 გარდაიცვალა, არა? - იკითხა სანზუმ.

★მხოლოდ მე მეკუთვნი★Where stories live. Discover now