23

219 37 24
                                    

ტყეში ტირილის ხმა ისმოდა.
ტრასასთან გაჩერებულ მანქანასთან ჯინი და ნამჯუნი ისხდნენ მიწაზე.

ჯინი მკლავში იყო დაჭრილი,ნამჯუნს კი შუბლი ჰქონდა გატეხილი.

ჯიმინის ტირილის ხმა შემოესმა თუ არა,ნამჯუნი წამოდგა.
ჯერ კიდევ აზრზე მყოფ ჯინს შეხედა,ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.

შუბლიდან სისხლი სდიოდა მაგრამ ახლა მისი მთელი საფიქრალი,მისი ომეგისკენ და წყვილისკენ იყო.

-ჯინ,ახლავე მოვალ კარგი?არ გაბედო და თვალები არ დახუჭო.-ცრემლებს ძლივს იკავებდა კიმი.
ომეგას დაჭრილ ხელზე მისი შარფი შემოაკრა ზედ.

-ახლავე მოვალ,ჯიმინს და ჯონგუკს წამოვიყვან.-სწრაფად თქვა და კოტეჯისკენ გაემართა.

ადგილზე მისული გაშეშდა.
ფეხები ჩაეკეცა,როცა დაინახა თუ როგორ ჰყავდა ჯიმინს ჯონგუკი ჩაბღაუჭებული და მთელი არსებით ცდილობდა წყვდიადიდან ამოთრევას.

-ჩვენ კიდევ უნდა ვისეირნოთ ერთად,ჩვენ ბევრჯერ უნდა წავიდეთ კინოში.
ერთად უნდა ვუყუროთ ფილმებს-ტიროდა პაკი და გათიშულ სხეულს გულზე იხუტებდა.

-ჯიმინ..-აღმოხდა კიმსს და მასთან მიხოხდა.

-ჰიონ,დაგვეხმარე გთხოვ-უარესს ისტერიკაში ჩავარდა ომეგა.

-მშვიდად,მშვიდად.-თქვა ნამჯუნმა და ჯონგუკის სხეულს მიუახლოვდა.

-არ ატკინო..გთხოვ შენც ჩემსავით არ ატკინო.-მთელი სხეულით კანკალებდა პაკი.

ნამჯუნმა ბევრი დაბრკოლების მიუხედავად უგონო,სისხლიანი სხეული ხელში აიყვანა.
ჯიმინიც წამოდგა და ალფას ნაბიჯებს გაჰყვა.

ცრემლები ყოველ ნაბიჯზე აწვებოდა.
ეს მისი ბრალია.

ნერვიულობდა,არა იმიტომ რომ ეს მისი ბრალი იყო,არამედ ჯონგუკის გამო.
ის მისი საყვარელი მამაკაცი იყო.

****

ვინაიდან ვერ მიუსწრებდნენ საავადმყოფოში,ნამჯუნმა მანქანა დაძრა და თან სასწრაფო დახმარებას გამოუძახა.

my sunshine (დროებით შეჩერებულია.)Where stories live. Discover now