13

178 37 30
                                    

ბიჭები გვიან,დაახლოებით ცხრა საათზე წავიდნენ.

ჯიმინმა ჯონგუკს მადლობა გადაუხადა.
დღევანდელი საღამო მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო.

ჯონგუკის სიტყვები გამართლდა.
სანამ დაწვებოდნენ,თითქმის ათჯერ მაინც მოუხადა მადლობა.

ერთმანეთს ტკბილი ძილი უსურვეს და ოთახებში წავიდნენ დასაძინებლად.

***
ომეგას სძინავს.
გრძნობს როგორ არხევენ მის სხეულს.
მუცელზე ცივი თითები ედება და ნაზად,მაგრამ არასასიამოვნოდ ეფერებიან.

–გაიღვიძე-ჩურჩულებს ალფა და ტუჩები პაკის ყურებთან მიაქვს.

ჯიმინმა ნაცნობი სუნი იგრძნო თუ არა,თვალები სწრაფად დააჭყიტა.

–რა ფხიზელი ძილი გქონია-ლოყაზე ხელი აუსვა გაოფლილ ომეგას და ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა.

–ნუთუ არ გეშინოდა? შენც შარში გაეხვიე და ის სირიც ჩაითრიე-მოწყენილად აპრიხა ტუჩები ალფამ.

–წადი,გთხოვ-ამოილუღლუღა ჯიმინმა და საბანს ჩაეჭიდა.

–შენ იცი,თუ არ გამომყვები სისხლი დაიღვრება. ეს არ უნდა შეგშლოდა ჩიმჩიმ.  ახლა მისი სიცოცხლეც საფრთხეშია-თქვა ვონუმ და ჯიმინის გვერდით მწოლიარე ბიჭს,იარაღი მუცელზე მიაბჯინა.

–არა!მას არაფერი დაუშავო-შეშფოთებულმა დაიყვირა პაკმა.

–მე არა. მაგრამ იცი,ამას ვინც გააკეთებს-თვალი ჩაუკრა ალფამ და ომეგას მაჯაზე ხელი ჩაავლო.

–ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ! შენ ასეთი არ იყავი..მე რომელი ვონუც მიყვარდა,ის ადამიანს სასიკვდილოდ ვერ გაიმეტებდა.-ტიროდა ომეგა და თავის გათავისუფლებას ცდილობდა.

–არც მე მეგონა, თუ ოდესმე ჩემ ბნელ მხარეს გამოვაჩენდი.
ვერ ვხვდები,რატომ წახვედი ჩემგან.
შესწორება-თქვა კიმმა და ხელი ასწია-გაიპარე.. ჩემგან გაიქეცი და ამ მაწანწალასთან მოხვედი?

my sunshine (დროებით შეჩერებულია.)Where stories live. Discover now