16 თავი

447 22 6
                                    

თჰ:ზედმეტი კითხვებისგან თავი შეიკავეთ!

მე და ეუნჯი ხელებჩაკიდებულები გასასვლელისკენ მივრბოდით,თეჰიონთან ერთად...გზაში ირგვლივ ვიყურებოდი და თვალებით ჯონგუკს ვეძებდი...მთავარი გასასვლელისკენ იდგა და ხელებს იქნევდა,ხალხიც მისკენ მორბოდნენ...უკანა გასასვლელთან მივედით მე,ეუნჯი და თეჰიონი უნდა გავსულიყავით როცა,წინ სამი კაცი გადაგვიდგა

??:საით ჩიტებო?? ჩიტი გალიაში გაება

ბოხი და ჩაფხრეწილი ხმით გადაიხარხარა იმ კაცმა და მე შემომხედა...თავზე მელოტი იყო,ტყავის დიდი პალტო ეცვა სადაც თავისი დიდი ღიპი კარგად ეტყობოდა...საშინელი ტიპი იყო და ზედმეტად შემეშინდა ამიტომ,ეუნჯის მკლავს მოვექაჩე მან კი დასამშვიდებლად ჩემი ხელი აიღო,როცა ორივე თეჰიონის უკან ვიდექით

თჰ;რა ჯანდაბა გინდა...ახლავე გაგვატარე

თეჰიონმა იარაღი აღმართა მის სახესთან რის შედეგადაც იმ ორმა კაცმა გვერდიდან დაუმიზნეს...მე და ეუნჯი თვალებ გაფართოებულები ვუყურებდით,ვკანკალებდით.

??:და იქნებ რა მინდა ბატონო თეჰიონ?? ის ნაბიჭვარი შენი ძმაკაცი სად არის?

თჰ:ჯონგუკზე წესიერად ილაპარაკე სირო!

თეჰიონმა ბოლო ხმაზე დაუღრიალა რის შედეგადაც იმ კაცისგან გარტყმა მიიღო იატაკზე დავარდა და ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა...მასთან მივვარდით მე და ეუნჯი მან კი გვანიშნა რომ,კარგად იყო

??:რომელია ის გოგო? ჯონგუკის გოგო რომელია?

მე და ეუნჯი შეგვათვალიერა არცერთი ხმას არ ვიღებდით როცა,ჩემთან დაიხარა და მაჯაში ხელი ჩამავლო

??:ალბათ შენ უნდა იყო ლამაზო...ჯონგუკს კარგი გემოვნება აქვს...

ისევ ისე გადაიხარხარა და ჩემი გათრევა დაიწყო...ვფართხალებდი მაგრამ ამაოდ

თჰ:ხელი გაუშვი ნაბიჭვარო

თეჰიონი წამოდგა მაგრამ იმ ორმა კაცმა უკან დააგდეს და მუხლებზე დააჩოქეს მკლავები დაუჭირეს...ყვიროდა მაგრამ თავს ვერ იღწევდა იმ კაცების კლანჭებიდან

მოახლე☆|| ჯეონ ჯონგუკი||Where stories live. Discover now