საშინელი ქარიშხლის ამოვარდნისას თეჰიონი მთის წვროზე შედგება და უფსკრულში გადაიხედავს. უკან მისი ტომის წევრები დგანან, რომლებიც მას შესცქერიან. მათ შორის იყო ლიც.
გაისმა ბელადის ხმა:
"თეჰიონს ეპატია შეცოდება. ჩამოვიდეს იგი მთის წვეროდან და გააგრძელოს ცხოვრება."
ლის სიხარული მოეძალა. ოდნავ გაიღიმა და თეჰიონისაკენ ნელ-ნელა, გრძელი ხელების მიწაზე კონწიალით, მივიდა. მკლავი ასწია, რათა მას შეხებოდა, მაგრამ... თეჰიონს ვერ მისწვდა, რადგან იგი, დაუფიქრებლად, ხელმეორედ გადაეშვა ერთ დიდ დაძინების ხახაში.
___
"თეჰიონს მოსწონს მანათობელი გოგონა.""რას ამბობ." გამეცინა. წარბები შეხარა.
"წამოდი, საწოლში ჩაწექი, უნდა დაისვენო. " ხელი მკლავში ამოვუდე და საძინებელ ოთახში შევიყვანე. მოულოდნელად, გამაშვებინა და იატაკზე გაიშხლართა.
"რას აკეთებ? საწოლში ჩაწექი." მასთან დავიხარე და ვცადე მისი ფეხზე წამოყენება, მაგრამ ჯიუტად არ დგებოდა. ამ ჯიკავში ფეხი დამიცურდა და მეც მის გვერდზე აღმოვჩნდი.
ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. მას შევხედე.
"ვინ ხარ საერთოდ?" ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. გულმა უცნაურად დამიწყო ფეთქვა. ვერც სიტყვებით, ვერც ქმედებით, მხოლოდ თვალებით ვსაუბრობდით. მათში ვკითხულობდი, რომ მათს პატრონს ბევრი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი...
თითები მის სახესთან მივიტანე და მსუბუქად შევეხე, შემდეგ კი მთლიანი ხელი ლოყზე დავადე. მისი სხეული ცოტათი შეტოკდა, თვალები ჩემი ხელისაკენ გააპარა, შემდეგ კი ისევ შემომხედა. მოულოდნელად, სულში ჩამეღვარა ჯერაც გაურკვეველი, ნათელი გრძნობა.
![](https://img.wattpad.com/cover/364373544-288-k806625.jpg)
YOU ARE READING
Timeless Love: A Primordial's Tale
Romanceროცა ცაზე დილის თვალი გამოჩნდება, თეჰიონი მთის წვეროდან გადაეშვება და სამუდამოდ დაიძინებს. ჰაერში მყოფმა არ იცის, თუ რა მოელის ქვემოთ, თუმცა ხვდება, რომ ის ასე მარტივად არ გაქრება, რომ მისგან აუცილებლად დარჩება რაღაც, მაგრამ რა?.. ______________ ...