「 ✦ 5 ✦ 」

10 4 0
                                    

ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეეხნენ...

რამდენიმე წამს ასე ვიყავით, სანამ ჰაერი არ გამოგველია.

ჯერ კიდევ ერთმანეთის სახეებთან ძალიან ახლოს მყოფნი თვალებს ვუსწორებდით.

გული საშინლად მიცემდა... ნეტავ, თვითონ, რას გრძნობდა?

თეჰიონს დიდი ხანია გონება დაკარგვოდა. მის თვალწინ არა მხოლოდ მანათობელ გოგონას, არამედ ცისარტყელის უამრავ კაშკაშაფერსა და პატარა პეპლებს ხედავდა. კოცნის უცნაური შეგრძნებით კი ისეთი გაბრუებული იყო, რომ ახლა უკვე გოგონა გაორებულად ეჩვენებოდა.

მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, წაბარბაცდა, შემდეგ კი ასე ბორძიკით გავიდა ოთახიდან.

ტახტზე დაეშვა. სულელური ღიმილი სახიდან არ მოსშორებია.

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ხელახლა გავიაზრე, რა მოხდა. ფეხზე წამოვდექი და თავი დავიმშვიდე.

უეცრად ხატვის მუზა მომივიდა, დავჯექი და ჩანახატის გაცოცხლება დავიწყე.

დრო ისე გაიპარა, რომ უკვე ღამის 2 საათი იყო. თვალები მოვისრისე და დასრულებული ნახატი გვერდზე გადავდე.

ფეხზე წამოვდექი. სასტუმრო ოთახში ფეხის წვერების ნაბიჯებით შევედი, რათა თეჰიონს არ დავენახე. იმ მომენტის შემდეგ თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი..

სამზარეულოში გასვლა დავაპირე, მაგრამ, რატომღაც მასთან მივედი.

ბალიშს ჩახუტებოდა და მშვიდად ეძინა. ოდნავ ჩამეღიმა.

Timeless Love: A Primordial's TaleWhere stories live. Discover now