"ამქვეყნიდან გაქცევასა და სულ სხვა სამყაროში წასვლაზე ოდესმე გიფიქრია?
"ჯეინ, რის გაკეთებას აპირებ?"
"არაფრის, ისე, უბრალოდ მაინტერესებს, რას იტყვი."
ბიჭი გოგონას მიუახლოვდა და სახეზე ჩამოფატებული თმა ყურს უკან გადაუწია.
"სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გამოგყვები..." ის მის სახესთან უფრო ახლოს მიდის და ეს ესაა უნდა აკოცოს, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი შავდება.
ბევრი უჩიჩინა თეჰიონმა ლეპტოპს, თუმცა ვერაფერსაც ვერ გახდა.
გოგონას პოვ
დიდ შენობაში შევედი, სადაც მალე სამსახურის გასაუბრება უნდა მქონოდა.'ამჯერად მზად ვარ, ბევრჯერ დავმარცხდი, მაგრამ ახლა სრულყოფილი ვარ!'
ოთახში შევედი და სამი კაცის წინ მოვთავსდი. მიუხედავად დაძაბული გარემოსა, შეკითხვებს ამომწურავად ვუპასუხე.
"ძალზე ნიჭიერი ახალგაზრდა ბრძანდებით, ხატავთ, სიმღერა გამოგდით, კულტურულ ცეკვასაც ასრულებთ, როიალზე შესანიშნავად უკრავთ, კარგად მეტყველებთ, შესახედაობაც მისაღები გაქვთ, ჩვენს კომპანიას ნამდვილად მოუხდებოდა თქვენნაირი მენეჯერი" - შინაგანად ეს ესაა უნდა ავფეთქებულიყავი.
"მაგრამ.." გულში უცნაური შეგრძნება ჩამეღვარა.
"თქვენ არ გაქვთ უნივერსიტეტის დიმპლომი, გარდა ამისა არც სკოლა გაქვთ დამთავრებული, ამიტომ ვერანაირად ვერ მიგიღებთ. შემდეგი!"
ცრემლებისაგან თავი შევიკავე და მოკრძალებით დავტოვე კომპანია.
ცოტახანს გარეთ ვსეირნობდი. პატარა პოსტერს წავაწყდი, რომელზეც ხატვის კონკურსი იყო გამოცხადებული და მოგებულს ნახევარ მილიონ დოლარს გადასცემდნენ. თვალები გამიფართოვდა და პოსტერს ფოტო გადავუღე.
'ასე ხომ გავმდიდრდები! სამსახურზე აღარ ვიდარდებ! კარგ დეტექტივებს დავიქირავებ, თეჰიონის ნათესავებს მოვძებნი, რამდენადაც შორს არ უნდა იყვნენ ისინი, და მშვიდად განვაგრძობ ცხოვრებას!!"
YOU ARE READING
Timeless Love: A Primordial's Tale
Roman d'amourროცა ცაზე დილის თვალი გამოჩნდება, თეჰიონი მთის წვეროდან გადაეშვება და სამუდამოდ დაიძინებს. ჰაერში მყოფმა არ იცის, თუ რა მოელის ქვემოთ, თუმცა ხვდება, რომ ის ასე მარტივად არ გაქრება, რომ მისგან აუცილებლად დარჩება რაღაც, მაგრამ რა?.. ______________ ...