სარას pov:
დღეს თეჰიონი უნდა მოვიდეს ჩემთან რადგან საქორწინო ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ.
ახლა ავდექი ჯერ 11 საათი იყო.ამიტომაც შხაპი მივიღე და გავემზადე.
როგორც იქნა მოაღწია თაემ.
მანქანაში ჩავჯექი და ამათვალ-ჩამათვალიერა მერე კი მანქანა დაძრა.მივედით დიდ მოლში და შევედით.
მე კაბები დავინახე და თაეს ვთხოვე შემომყოლოდა მაგრამ ცივი უარი მივიღე, ამიტომაც მარტო მომიწია შესვლა მას კი დრო რომ არ დაჰკარგვოდა კოსტიუმის საყიდლად წავიდა.-გამარჯობა-მომესალმა იქ მყოფი პერსონალი.
-გამარჯობა-თბილად გავუღიმე იმისდა მიუხედავად რომ საერთოდ არ მეღიმებოდა.
-აი იქეთ წამობრძანდით ახალი კაბები მივიღეთ-ღიმილით მითხრა პერსონალმა.
-კარგით-მეც წავყევი.ეს კაბა მოვისინჯე და ძალიან მომეწონა:
-ძალიან გიხდებათ ქალბატონო-კომპლიმენტით მომმართა ქალმა.
-მადლობა. კარგია მეც მომწონს ამას ავიღებ.
-კარგით გაიხადეთ და მომაწოდეთ შეგიფუთავთ-ღიმილს არ იშორებდა პერსონალი.
-კარგით-გამოვიცვალე და ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი.-ქეშით თუ ბარათით?
-ბარათით-როდესაც ბარათი უმდა მიმეწოდებინა ვიღაცამ ჩემს მაგივრად დაადო ტერმინალს და გადაიხადა.უკან მივბრუნდი და თაე იდგა. ეს ამბავი გულში რაღაცნაირად მომხვდა თითქოს მესიამოვნა.
-აღარ წავიდეთ?-იკითხა ისე რომ არც შემოუხედავს.
-კი წავედით.შეგიძლია ყუთი წამოიღო?
-ახ..კი-ეტყობოდა დიდად არ ესიამოვნა იმსიმძიმე ყუთის თრევა რომ უწევდა.