მისაღები მდიდრულადაა მოწყობილი, სასახლის დარბაზს მოგაგონებთ, თუმცა ოდნავ უფრო მყუდროა. გაწყობილ მაგიდის ყვავილების თაიგული და რამდენიმე ადგილას, განსაკუთრებული სიზუსტიდ, ჩადგმული შანდლები ამშვენებს, რომლებიც ისეთი სილამაზით გამოირჩევიან, რომ მეთვრამეტე
საუკუნის საფრანგეთის მონარქთა კუთვნილება გეგონება. ჯონგუკი სახლში ჯერ ისევ არაა. ვახშამი 7 საათზე უნდა დაიწყოს, მზარეული ნერვულად დარბის წინ და უკან სამზარეულოში, თითქოს აღარ იცის ვის რა უსაყვედუროს. ღელავს, რა თქმა უნდა, ღელავს, ბოლოს ასეთი ვახშამი, რომ გაიამართა და სამწუხაროდ ალფის სტუმრებს საკვები არ მოეწონათ საწყალი მზარეული ცალი ხელის გარეშე დარჩა. ეს მწარე გამოცდილება შუა ხნის ალფას პანიკაში აგდებს მიუხედავად იმისა, რომ იმ იშვიათ შემთხვევებში როცა ჩონი სახლში სადილობს, საუზმობს ან ვახშმობს, მისი მომზადებული კერძები ყოველთვის მოსწონს. ექვსი საათისკენ ჯონგუკიც ბრუნდება და მშვენიერი მაგიდის დანახვისას პატარა შექებას აძლევს მზარეულს და მის დამხმარეებს. მინების ოჯახი პუნქტუალურობით არ გამოირჩევა, არავინ იცის რატომ აგვიანებენ ყოველთვის და ყველგან, იმიტომ რომ ასე უფრო ეფექტურია? ბევრი ასეც ფიქრობს, მაგრამ რეალური მიზეზი მხოლოდ იუნგია. ისტრიკისა და ფეხების ბაკუნის გარეშე, მსგავს საქმიან შეხვედრებზე, იუნგი არასოდეს დადის. არც ახლაა გამონაკლისი შემთხვევა.—ის არ გეყოთ შინაური ცხოველივით, რომ გამაჩუქეთ, ახლა მის სახლში ვახშმებზე სიარული უნდა დავიწყო? —ყვირის ომეგა მთელ მისაღებში და ატლასის ხალათში გამოკრული ცდილობს მოახლეს დაუძვრეს, რომელიც გამალებით ცდილობს დაიჭიროს და იძულებით მაინც ჩააცვას.
—ღმერთო ჩემო, მამაშენი სადაცაა მოვა და ალბათ გული გაუსკდება ჯერ ისევ ასეთ ფორმაში, რომ დაგინახავს. ქორწილი შედგება, იუნგი, ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს იმ სახლში დამკვიდრება! არ გირჩევნია ახლავე ნახო იქაურობა?
![](https://img.wattpad.com/cover/328701774-288-k179675.jpg)
YOU ARE READING
My love, my obsession.
Fanfictionჯონგუკს არ სჯერა სიყვარულის, მაგრამ სურს, რომ მინ იუნგის გული ამოგლიჯოს საკუთარი ინიციალები ამოწვას და უკან დაუბრუნოს, რათა ომეგა მხოლოდ მისთვის სუნთქავდეს. სიყვარული თუ აკვიატება?