დაკარგული გვირილა

66 6 0
                                    

ამბობენ, როცა ადამიანს ძალიან სტკივა, სახეზე ჩამოღვენთილი ცრემლები კანის წვას იწყებენო. იუნგი ნახევარი საათია იატაკზე მჯდარი მწარედ დასტირის საკუთარ ცხოვრებას. საკუთარ სიყვარულს. ვერ იაზრებს, არ უნდა იმის გააზრება, რომ ჰოსოკს სულ ეს დრო დასჭირდა მისი თავიდან ამოსაგდებად. სტკივა ისე, რომ ლამის გული შიშველი ხელებით ამოიგლიჯოს. არ აქვს ძალა ფეხზე წამოდგეს, ამაყად ჩავიდეს ქვემოთ და ისე მოიქცეს თითქოს საკუთარ საქმროზე გიჟდება. უნდა, ახლა სწორედაც, რომ უნდა ეს ქორწილი, რადგან სურს ჰოსოკმაც ზუსტად ის იგრძნოს რასაც ამ წამს თავად გრძნობს.

კარზე კაკუნია, რეინი ოთახში ნელა შედის და იატაკზე მჯდარ შვილს რომ ხედავს, მტკივნეულად სწყდება გული და სადღაც ჯანდაბაში ვარდება.

-იუნგია..

იუნგი თავს არ სწევს, მზერას არ უსწორებს, ძალებს იკრებს ხმის ჩასაწმენდად, ცრემლების შესაკავებლად.

-იუნგი, მამაშენს სხვა გზა არ ჰქონდა.

-მის გვერდზე ვერ ვიცოცხლებ, მამიკო გგონია ვუყვარვარ და ამიტომ უნდა ეს? არა, უბრალოდ გართობა სურს, უბრალოდ ნაბიჭვარია, რომელისთვისაც რატომღაც საინტერესო აღმოვჩნდი, არ მინდა მასთან...-ომეგას ხმა ებზარება, ათრთოლებულ ტუჩს ოდნავი კბენით იმაგრებს. -მოვკლავ თუ შემეხება.

-იუნგი შენ ასეთი ლამაზი ომეგა ხარ, ის კი მოხიბლულია შენით, დაივიწყე წარსული და იფიქრე იმაზე, თუ როგორ აქციო შენი მომავალი ლამაზ ზღაპრად.

-რა ზღაპარი?! დედანატირებ ჩონ ჯონგუკზე ვქორწინდები ერთ კვირაში! -ომეგა ყვირის და რეინი ოდნავ კრთება კიდეც, შვილს უცებ ვარდება და ბაგეებზე მსუბუქად აკრავს თითებს, მის აწითლებულ თვალებს შეჰყურებს და გულში ძლიერად იკრავს.

-გვაპატიე პატარავ, უბრალოდ სხვა არაფერი შეგვეძლო.

-იქნებ გავიქცე..-სწრაფად ძვრება მამიკოს მკლავებიდან და დამრგვალებული თვალებით შეჰყურებს უფროსს -გავიქცევი, მამა შეძლებს ჩემს დამალვას, სხვა ქვეყანაში ან არ ვიცი.

My love, my obsession.Where stories live. Discover now