-ყველაფერი ძალიან ცუდადაა! ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შანსი ამ ჯოჯოხეთური მდგომარეობიდან ამოსაძვრომად! თქვენ კი იდიოტებმა! რა ჩაიდინით?!
-ბატონო მინ...არავის უნდა სცოდნოდა ამ საქმის შესახებს, ყველაფერი ისეთი გასაიდუმლოებული იყო, როგორც გსუ..- აწითლებული მამაკაცი ბრაზს ვეღარ აკონტროლებს, სავარძლიდან ხტება და მის წინ თავ დახრილ კაცს პირდაპირ სახეში ურტყამს.
-ამიტომ დაგხვდათ იქ პოლიცია?იშვიათი იდიოტები ხართ!
ალფა სახიდან სისხლს ნელა იწმენდს და მოწყენით პასუხობს
-როგორც ჩანს ვიღაცამ მათ ინფორმაცია მიაწოდა.
-გაარკვიეთ ვინაა ეგ ნაბიჭვარი, საკუთარი ხელებით წავაცლი თავს.
14 დეკემბერს შუა ღამეს უნდა შემოეტანა მინ ჯისუნგს ქვეყანაში რამდენიმე ტონა ნარკოტიკის განსაკუთრებული სახეობა. წამალში ჯისუნგმა რამდენიმე მილიონი დოლარი გადაიხადა და ელოდა რომ ორმაგის ამოღებას შეძლებდა ამისგან. რისი ნაწილითაც უზარმაზარ ვალს გადაიხდიდა შემდეგ კი შეძლებდა ქვეყნის მიწისქვეშეთში დაკარგული სახელისა და დიდების აღდგენას. სამწუხაროდ მისთვის, საქმეები არასწორად წავიდა, მაშინ როცა საქონელი საწყობში უნდა გადეტანათ, სსაიდანღაც პოლიცია და მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი გაჩნდა იქ. განსაკუთრებით დიდი სიხარულით კი გამომძიებელი სტიუარტი, რომელიც ჩაციკლული იყო ჯისუნგიდ ციხეში ამოლპობაზე.
კაბინეტის კარი ყოველგვარი კაკუნის გარეშე იხსენა და დაბალი სუსტი აღნაგობის ომეგა აღელვებული გამომეტყველებით ვარდება შიგნით. -ბატონო ჯისუნგ, სტიუარტი..უკვე აქ მოდის...
-ჯანდაბა! ჯანდაბა ყველაფერს ერთ დღეში დავკარგავ და ეს მხოლოდ თქვენი ბრალია! -ღრიალებს მამაკაცი, მაგიდაზე დაგდებულ იარაღს ავლებს ხელს და უკვე აპირებს ერთ-ერთის მიმართულებით გასროლას, როცა კარი კიდევ ერთხელ იხსნება, თუმცა ამჯერად იქიდან ალფა შემოდის. მაღალი ალფა, ფართე მხრებით, მკვრივი სხეულით, კუპრივით შავი თმითა და თვალებით, რომლებიდანაც რაღაც საშიში, უსიამოვნო და ცივი იღვრება.
YOU ARE READING
My love, my obsession.
Fanfictionჯონგუკს არ სჯერა სიყვარულის, მაგრამ სურს, რომ მინ იუნგის გული ამოგლიჯოს საკუთარი ინიციალები ამოწვას და უკან დაუბრუნოს, რათა ომეგა მხოლოდ მისთვის სუნთქავდეს. სიყვარული თუ აკვიატება?