10

252 36 19
                                    

ნამჯუნმა როგორც კი ჯონგუკის ბრძანება მიიღო მაშინვე წავიდა ყველაფრის გასარკვევად, პირველ რიგში გადაწყვიტა ტყუპების დაბადების დღიდან მათი ყველა სამედიცინო გამოკვლევა და ვიზიტები შეემოწმებინა საავადმყოფოებში, ჯიმინის რამდენიმე საეჭვო ვიზიტი აღინიშნებოდა საბუთებში, ნამჯუნმა ცოტა წვალების შემდეგ მაინც გაარკვია ყველაფერი.

ალფამ ასევე მიაგნო ფისქოლოგის ვინაობას რომელთანაც თურმე ჯიმინი დადიოდა კონსულტაციებზე, სწრაფად მოქმედებდა, დროის დაკარგვა არ სურდა, ამის გარდა ისედაც ბევრი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, რამდენიმე საათში უკვე ფსიქოლოგის კაბინეტის წინ იდგა, და ისეთ გეგმას აწყობდა ნაკლები ალიაქოთი რომ გამოეწვია დაწესებულებაში.

- უკაცრავად, ვიზიტი დაჯავშნილი გაქვთ?
გამხდარმა, სუსტმა და წითურმა ომეგამ ალფა საეჭვოდ აათვარელა, მდივანი დაჟინებული მზერით ყურებას არ წყვეტყდა.

- დიახ

- გადავამოწმებ.
მკაცრი ტონით განაცხადა ომეგამ, სავარძელში კარგად მოკალათდა და კომპიუტერში რაღაცის ძებნა დაიწყო.

- თქვენი სახელი?
ნამჯუნი არ აპირებდა აქ ამაზე დროის დაკარგვას ასე რომ ომეგა დააიგნორა და კაბინეტის კარები გააღო, შიგნით დაკაკუნების გარეშე შევარდა, რის გამოც შიგნით მყოფებისგან ნამდვილად არასტუმართმოყვარე მზერა დაიმსახურა.

- გამარჯობა, მე პაციენტი მყავს ცოტახანში შემოდით.

- თუ შეიძლება კაბინეტი დატოვეთ.
მკაცრი ტონით მიმართავს ნამჯუნი ფსიქოლოგის წინ მჯდარ ალფას, ალფა ფეხზე წამოდგა ბინძური მზერით შეათვარიელა ნამჯუნი და აშკარად ჩხუბის დაწყებას აპირებდა ნამჯუნთან მისი მიმართულებით წასულ მუშტს თუ გავითვალისწინებდით.

ნამჯუნმა თვალსი დახამხამებაში კედელზე გააკრო ძლიერი სხეული, სისუტი ნერვების გამო ალფას მაჯა ამოუგდო, რაც ცოტათი ინანა კიდეც მოგვიანებით, ოთახში ღრიალი გაისმა და მალევე შიგნით კიდევ რამდენიმე ალფა შემოვარდა რომლებიც ნამჯუნს ახლდნენ.

• GIVE ME YOUR HEART •Where stories live. Discover now