4

260 40 10
                                    

ჯიმინი სწრაფად შედის სახლში და მაშინვე თეჰიონის და მამიკოს ძებნას იწყებს.

მეორე სართულზე ასული კი ჯინჰოს და მინჯის კამათს ჰკრავს ყურს.

_ან საერთოდ რატომ აძლევ მათ ამის უფლებას.

კარის მეორე მხრიდან გაღიზიანებული ჯინჰოს ხმა ისმის

_მათ ასე სურდათ თეჰიონი პირველი დენის შემდეგ იღებს აბებს მაგრამ აქამდე არაფერი არ დამართია.

_ხო გაიგე ექიმმა რა თქვა მინჯი?

ახლა უკვე დამშვიდებული ხმით ამბობდა ალფა, ჯიმინს კარზე ყური მიედო, კარი ოდნავ შეღებული იყო მაგრამ დიდად ვერაფირს დანახვას ახერხებდა მხოლოდ ხმა ესმოდა.

_კი, ვეცდები დოზები გავუკონტროლო.

_არა, უმჯობესია საერთოდ შეეშვან ამ ნაგვის მიღებას, მაინც ვერ ვხვდები რატომ შეაჩვიე ასე ამ აბებს.

ჯიმინი ხმაურის გამო შორდება კარს, კიბეებზე ნაბიჯების ხმა ესმის და მაშინვე უხმოდ მიდის თეჰიონის ოთახისკენ.

კარს აღებს თუ არა ლოგინზე მუცლით მწოლიარე ომეგას ხედავს რომელიც ინსტაგრამის სთორების ნახვით არის დაკავებული.
_თეჰიონ

ჯიმინი ძმისკენ მიემართება და ლოგინზე მის გვერდით ხტება.

_რა მოხდა? კვდები?

სერიოზული სახით ეკითხება ჯიმინი.

_რა აღარ მოხდა... - ოხრავს თეჰიონი
_ ექიმმა თქვა რომ ბლოკატორების ზედმეტმა დოზამ გამოიწვია ჩემი ცუდად ყოფნა და გარკვეული დროის მანძილზე მიღება ამიკრძალა.

თეჰიონი ცრემლებს ყრის რაც ჯიმინის გაოგნებას იწვევს.

_რის გამო ტირიხარ? აბების გამო?
გვერდით უწვება თეჰიონს ჯიმინი და ისედაც აბურდულ თმაში ნაზად უხლართავს თითებს

_არა, ჯინს მივწერე რომ საავადმყოფოში ვიყავი და არ მოვიდა... არც კი დაინტერესდა როგორ ვიყავი ჯიმინ.

• GIVE ME YOUR HEART •Where stories live. Discover now