7

371 48 23
                                    

დილით გაღვიძებისას ჯიმინს თავი უსკდება, იმ კოტეჯში ეღვიძება რომელიც ამ დღისთვის იქირავეს, ომეგა ფეხზე დგება შუადღის ოთხი საათია, სტუმრების დიდი ნაწილი უკვე წასულია, მისდა გასაკვირად თეჰიონს უკვე ღვიძავს და იუნგის ზედმეტი რაღაცეების მილაგებაში ეხმარება, სახლის ძირფესვიანად დალაგებით თავს ნამდვილად არ იწუხებენ რადგან დამლაგებლები ისედაც დაქირავებული ყავს ჯინჰოს და საღამოსკენ მივლენ ყველაფრის მოსაწესრიგებლად.

ომეგები ძალიან კარგ ხასიათზე არიან, რასაც ჯიმინზე ვერ ვიტყვით, ჯიმინი გაღვიძების წამიდან გუშინდელ ჯონგუკთან შეხვედრაზე ფიქრობს, მიუხედავად სიმთვრალისა ყველაფერი საკმაოდ კარგად ახსოვს და სირცხვილისგან იწვის, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა მოვლენები ასე თუ განვითარდებოდა.

- ჯიმინ რაზე ფიქრობ?
რაც ჩამოხვედი გამოშტერებული მანდ ზიხარ.
ოხრავს იუნგი და მეგობარს ყავის ჭიქას უდებს წინ, თეჰიონი დალაქავებულ ტანსაცმელს ნაგვისპარკში ტენის.

- ჯონგუკს ვაკოცე.
დაუფიქრებლად წარმოთქვამს ომეგა და ცხელ ადუღებულ ყავას ურეაქციოდ სვამს, მომენტალურად თითქოს ვერც იუნგი იაზრებს და ვერც თეჰიონი მის ნათქვამს და თავიდან რეაქცია არ აქვთ.

- რა თქვი?
ნაგვის პარკს გვერდით აგდებს თეჰიონი და ძმას მოსმენილისგან გაოგნებული უყურებს.

- ხო გუშინ ვაკოცე, უფრო სწორად მან მაკოცა, ნასვამი ვიყავი ის კი კლუბში მოვიდა და...

ჯიმინი ჩუმდება არ იცის ღირს თუ არა ჯერ მათთვის იმის თქმა რომ მისი სურნელი იგრძნო, მართალია ის ჭკუისწამღებად გამაბრუებელი სურნელი ახლაც კი ახსოვს, თან ძალიან კარგად, მაგრამ უნდა რომ ეს უბრალოდ მოსჩვენებოდა და სასმლისთვის დაებრალებინა.

- მხოლოდ გაკოცა? ანუ იმას ვგულისხმობ რომ...
იუნგი იცინის ჯიმინი გაბრაზებული მზერით აწყვეტინებს საუბარს, რადგან ხვდება მეგობარს საითაც მიჰყავს საუბარი.

• GIVE ME YOUR HEART •Where stories live. Discover now