.სითბო.

200 19 47
                                    

გრძნობების ქარცეცხლი, რომელიც ომეგას სასიცოცხლო ორგანოზე შემოსჭიდებოდა ძნელი იყო გადასატანად. კიმი გულში აზვირთებული ემოციებისგან, სახელდობრ: სიბრაზისგან, იმდენად დაქანცული გახლდათ, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა მხრებით უზარმაზარი ლოდები ეზიდა.

ალფას ბოლო სიტყვები განსაკუთრებული სიჩქარით, თითქოსდა გაბრუებული ომეგას გასამწარებლად კიმის გონებაში უწყვეტი ჯაჭვივით ტრიალებდა.

ნაბიჭვარი ჯონ ჯონგუკი. ნაძირალა ჯონ ჯონგუკი. გარყვნილი ჯონ ჯონგუკი. სიმპათიური ჯონ ჯონგუკი.

ომეგა ერთმანეთში ახლართული ფიქრების გამო თავს აქნევს. საკუთარ თავს მენტალურად აწნის სილას, მაგრამ დიდად მოისურვებდა მისთვის დაერტყა ხელი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. თეჰიონს სძულს აღმოსავლეთის მბრძანებელი და სძულს საკუთარი თავი, რადგან თან ასე ძლიერ სურს მასთან. ეს ორთაბრძოლა, გონებაში ერთმანეთში აღრეული ფიქრები, ემოციები და გულის ჭიდილი ომეგას აშფოთებს, აღელვებს.

მბრძანებლის ოთახი, რომელიც ერთი კვირაა მის საცხოვრებლად იქცა თეჰიონს კიდევ უფრო აკარგვინებდა თავს. ყველაფერი, ყველა კუთხე-კუნჭული დაშაქრული ყურძნების სურნელით გაჟღენთილიყო. უზარმაზარი საწოლი, რომელიც ახლა ჟასმინისა და მოჩუხჩუხე ყურძნების სურნელით გაჯერებულიყო, ყველაფრის მიუხედავად, თეჰიონს ამშვიდებდა, ყველა პრობლემას ავიწყდებდა, რადგან ჯონ ჯონგუკის სურნელი უებარი მალამოსავით ედებოდა.

თუმცა კიმის ხასიათი მაშინ მოიშხამა, რა წამსაც ოთახში ჯიმინი და მისი მოახლეები ფაციფუცით შემოვარდნენ.

- რა ხდება? - გაბუსხული მზერით დააგვირგვინა საწოლის შუაგულში წამომჯდარმა, რომელიც ამ დრომდე წიგნს კითხულობდა, ან უბრალოდ წიგნს უყურებდა, ვინაიდან მისი გონების, ერთმანეთში გადახლართული ფიქრების გამო, წაკითხულს ვერც კი იაზრებდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, გონებაში მაშინვე ავადსახსენებელი ალფას სიტყვები უტივტივებდა.

CATHARSIS - TaekookWhere stories live. Discover now