ბელგროის პატარა სოფლის, ვეილენის, მკვიდრნი ამბობდნენ, ოქტომბრის თვეში აღმოსავლეთ ჭალებში ანცი ნიავის ქროლვა დასავლეთით ბაბუაწვერებს რომ გადმოიტყორცნის, ნეშომპალას გამაღიზიანებელი სურნელი არემარეში წამიერად რომ დაისადგურებს, ცის თავზე თაღად გადმორწეული ღრუბელი უკუნი ბნელეთს გადმოღვრის, ჩირაღდნები ჩაიწვება, ციცინათელები მიწიერების ღრმა უდაბურებში ჩავლენ, ხოლო დიადი მთვარე ცის სადარაჯოს დატოვებს, ღმერთები განსაცდელის მაუწყებლის მოსვლას გვამცნობენო.
ოქტომბრის ცამეტ რიცხვში ომეგას თვრამეტი წელი უსრულდება. სახლში, თბილ, მყუდრო, მოჩუქურთმებული ხის დეტალებით შეკოწიწებულ და ნამჯუნის ნახატების შემდეგ სიცოცხლის ფერებით შესულდგმულებულ სახლში რომ იყოს, სადაც მამიკო სამზარეულოში ტკბილი ხმით იღიღინებდა და იმ უგემურ საჭმელს მოამზადებდა, რომელსაც თეჰიონი და ნამჯუნი ნაძალადევი ღიმილით ღმერთების კერძებისთვის განკუთვნილად შეუფასებნდნენ, იცის ახლა აქანდაზითა და ცოცხით ხელში მთელი სახლის დაგვა მოუწევდა, რათა ცამეტ რიცხვში, ომეგას სრულწლოვანების აღსანიშნავად ნათესავებით გადაჭედილ სახლს მბზინვარება დასტყობოდა.
თუმცა იმის მაგიერ, რომ მამიკოსა და ძმის თბილი ჩახუტებით ეჯერა გული, ზუსტად 12 საათზე იმ დაბადების დღის მისალოცი სიმღერისთვის მოესმინა, რომელიც თითქოსდა ყურებში სისხლდენას იწვევდა, ახლა მდიდრული, დამძიმებული ჰაერით ნასაზრდოებ, უკუნი სიბნელით გარშემორტყმულ პალანკინში მოკუნტული იჯდა.
თითქოსდა ქვეყნის დასალიერი ძალდატანებით გადაატარეს და ახლა ქვესკნელის ჯურღმულში მასსავით შეძრწუნებულ, შიშის მორევში ჩაცვენილ ომეგებთან ერთად სატანის მოციქულთან მიერეკებოდნენ.
ის ერთი დიდი ზღაპრული ილუზია, რომელშიც 17 წლის განმავლობაში ტკბილი კისკისით ლივლივებდა, მაშინ გადაიქცა ჯოჯოხეთურ კოშმარად, როცა მის სოფელში, ვეილენში, დამპყრობელთა ჯარი გენერალ მინ იუნგის მეთაურობით შეიჭრა. პაციფისტურმა დამოკიდებულებამ, რომელიც შეშფოთებული, პატარა სოფლის მკვიდრებს გააჩნდათ, სატანას თავისი წადილი იმაზე სწრაფად აუსრულა, ვიდრე თავად დაეგეგმა.
![](https://img.wattpad.com/cover/368043893-288-k400127.jpg)
YOU ARE READING
CATHARSIS - Taekook
Fanfic- აქ საიდან მოხვდი, ომეგა? - დამძიმებულ გარემოს ხრინწიანი, ბოხი ხმა ავსებს. ალფა ძლიერ ხელებს იჯვარედინებს, გამომცდელი თვალებით შეჰყურებს კუთხეში მიყუჟულ ომეგას. სურს მიუახლოვდეს, საკუთარი თითის ბალიშებით შეიგრძნოს მისი რძისფერი, საოცარი სურნელით შე...