.გრძნობა.

311 22 64
                                    

დუმილით გამეფებულ ცისქვეშეთში ბინდი ნელ-ნელა მილასლასებს, მზე ცის სადარაჯოს ტოვებს, ხოლო უმთვარო, მწუხრ ღამეში მოკიაფე ვარსკვლავები უკუნი სიბნელეს ჩაუყლაპავს. დედამიწაზე თითქოს სიცივით ნასაზრდოები ბლანტი ჰაერის მასები დასადგურებულან, სუსხით მოცული კათაროსის ჰაერი ძვალ-რბილში ატანს. ერთ დროს მწვანედ აბიბინებული ბალახი, ფოთლებით შემოძარცვული ხის ტოტები სიცივის გამო ისე გათოშილან, გაყინულან, რომ არც კი შრიალებენ. ცოცხალი არსებები მიწისქვეშა სოროებში შეყუჟულან, რათა შემოდგომის მიწურულს არსებული ყინვების გამო თავის გადარჩენა შეძლონ.

მაშინ, როცა თითქოს სიცოცხლის ფერებით დაცლილი წუთისოფელი იდუმალი სიჩუმით ანაწევრებდა სითბოსა და სინათლეს, კათაროსის სასახლის ერთ-ერთი საძინებლის ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა, სამყაროში დახვავებულ სიცივეს იქ აზვირთებული სითბო უკუაგდებდა. სითბო, რომელიც არა მხოლოდ ტკაცუნა შეშის წვით, არამედ ორი, ერთმანეთში გადახლართული სხეულიდან გამოსჭვიოდა.

კათაროსში ყოფნა ასეთი სიამოვნების მომგვრელი არასდროს ყოფილა.

ამ ყოველივეს მიზეზი კი მის მკლავებში მძინარე, ტუჩებგამობერილი ომეგაა, რომელიც ალფას მკვრივ, დაკუნთულ გულ-მკერდს ძლიერ ეკვრის, მის გრძელ, თლილ თითებს ალფას მოშიშვლებულ ტორსს აბჯენს, კოალასავით ეწებება მას, ვინც ომეგას მშვიდ ფშვინვას სულგანაბული, ბაგეღიმილიანი უსმენს. მბრძანებლის სახეზე გულწრფელი ღიმილი ისახება, რა წამსაც ბიჭი წკმუტუნით კიდევ უფრო ახლოს მიიწევს ალფასკენ, სითბოს საბურველში გახვეული კიდევ უფრო ძლიერ ეხუტება მას, ვინც საკუთარ ნავარჯიშებ ხელებს ომეგას გამოყვანილ, წვრილ წელს ხვევს, ვინც მის სიზმრებს სდარაჯობს და ახლა უკვე საათობით შეჰყურებს თეჰიონის არაამქვეყნიურ, ლამაზ ნაკვთებს, მის საოცარ სურნელს ჭკუადაკარგული შეისუნთქავს.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ შეუძლია მის სილამაზეს სამარადისოდ ეტრფოს და არ დაიღალოს, უკიდეგანო იმპერიას მართვა სჭირდება.

CATHARSIS - TaekookWhere stories live. Discover now