1-The rose.

232 23 7
                                    

სკოლის ჩვეულებრივი მოსაწყენი დღე იყო. გუშინ გვიან დაბრუნებულს ახლა ადგომა მესიკვდილებოდა.

- ედი! ადექი სკოლაში დაგაგვიანდება!- ეს სიტყვები უკვე ყოველდღიურად მესმის და აღარ შემიძლია!

რაც მეათე კლასში გადავედი საგრძნობლად შევამჩნიე ჩემი გაზარმაცება. თუ ადრე ათოსანი ვიყავი და 8 ქულაზეც პრობლემები მქონდა, ახლა 7 ქულაც აღარაა პრობლემა. კი არ ვარ კმაყოფილი მაგ ქულით და მეტი მინდა, მაგრამ არ ვიმსახურებ. ამიტომ ხმას აღარ ვიღებ ხოლმე.

მშობლების თვალებშიც ვატყობ ჩემი ნიშნებით უკმაყოფილებას. მაგრამ არაფერს მეუბნებიან. ვცდილობ საკუთარი თავი გამივასწორო, მაგრამ არაფერი გამომდის. დამეკარგა ის ფერადი წერტილი რაც აქამდე მოტივაციას და იმედს მაძლევდა.

გავიზარდე და ყველაფერი გაუფერულდა. რა კარგი იყო ბავშვობა. ტელეფონების გარეშე. როცა სულ გარეთ ვიყავი და მეგობრებთან ერთად კლასობანას, დამალობანას ან დაჭერობანას ვთამაშობდი.

ახლა? ახლა სახლში ჯდომისა და ტიკტოკის "სქროლვის" მეტს არაფერს ვაკეთებ.

5 წუთიანი წუწუნის შემდეგ ავდექი. სხვა რა გზა მქონდა. ჩავიცვი და წავედი. აი ხომ იცით ხალხი ვინც ახლოს ცხოვრობს სულ ისინი აგვიანებენო. დაახლოებით 3 წუთის გზაა სკოლამდე მაგრამ გაკვეთილზე მაინც 5 წუთის დაგვიანებით შევედი.

კლასელი ღიმილით შემომეგება, მეც იგივეთი დავუბრუნე პასუხი და ჩემს კუთვნილ ადგილას დავჯექი.
დღეს სამშაბათი იყო, პირველი კი ბიოლოგია მქონდა.
არა რა ეს საგანი ჩემი არ არის, გავიფიქრე მას შემდეგ რაც მასწავლებლის ახსნილიდან ერთი სიტყვას ვერ გავიგე.

გაკვეთილის დასრულებამდე 11 წუთი იყო დარჩენილი. ვეღარ ვითმენდი, რომ დასრულებულიყო და ავმდგარიყავი. ხან ფეხს ვაქნედვდი, ხან კალამს ვათამაშებდი. მერე ეგეც რომ მომბეზრდებოდა წიგნში ჩანახატს ვაკეთებდი. ყოველ 15 წამში ერთხელ ვამოწმებდი დროს. დაახლოებით გაჯვეთილის გამისვლამდე 3 წუთით ადრე წამოდგა მასწავლებელი.

Crazy MafiaWhere stories live. Discover now