3.- the rose.

84 14 0
                                    

მთელი ღამე ნორმალურად არ მეძინა. აბა როგორია უცნობ ბიჭებთან ერთად ერთ ოთახში ძილი? ნუ მთლად უცნობები არ გამოდიან. ფაქტიურად ყველა, ვიცი მაგრამ ისე არა, რომ მოვიკითხო ან რაიმე. დარწმუნებული ვარ მათ ჩემი სახელიც კი არ იციან. 2 ბიჭის გარდა.

- ყველა ფეხზე! დროზე!- დიდი რკინის კარები ხმაურითა და ჭრაჭუნით იღება.  ერთ-ერთი შემოდის, მაგრამ ეს არ ვიცი რომელია.

აააა გამახსენდა! ეს ის ტიპია ჩემი წამოყვანა რომელმაც გადაწყვიტა. ნაბიჭვარი!

- ოჰ გაიღვიძე ლამაზმანო?- ჩაიცინა.- დროზე! ვარჯიში იწყება!- ისევ დაიყვირა და ხუთივე გარეთ გაგვიყვანა.

ლიფტისწენ წავედით საიდანაც -1 სართულზე ჩავედით.
- აქ ჩაგიყარდებათ ვარჯიშები. ხუთივეს ინდივიდუალური ოთახები გექნებათ თავისი აბაზანით. მარჯვნივ სპორტდარბაზია, მისი გამოყენება როცა გინდათ 24/7-ზე შეგიძლიათ. მეორე კარები სამზარეულოა, მარცხნივ ბოქსისა და საბრძოლო ხელოვნების შესწავლა ხდება, ამ ვიწრო კარში კი საცურაო აუზია. თქვენს ოთახებში სხვადასხვა თავის მივლის ნივთები დაგხვდებათ. ტელეფონების გამოყენება მხოლოდ გარკვეული დროით შეგეძლებათ. თქვენს ოთახებში ასევე არის ტელევიზორი და კომპიუტერი.- ბიჭებს თვალი ჩაუკრა.

- აბა? გაქვთ რაიმე შეკითხვები?- ხუთუვეს გადმოგვხედა.

- და დანარჩენები სად არიან? დაახლოებით 15 ბავშვი.- ვკითხე მე.

- დანარჩენები მეორე ბაზაში არიან წაყვანილები რადგან პოლიცია მათ კვალს ადგას. ნელ-ნელა გამოვაპარებთ და შესაძლებელია ოთახის მეზობლებიც გყავდეთ. კიდევ? გაინტერესებთ რაიმე?

- გარეთ გასვლას შევძლებთ ხოლმე თუ აქ უნდა ვიყოთ გამოკეტილები?- იკითხა ჩემმა კლასელმა ლიამმა.

- პირველი 2 თვე აქ იქნებით. გარეთ მხოლოდ სპეციალური წრთვნებისთვის გახვალთ მკაცტად შემოსაზღვრულ და დაცულ ტერიტორიაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს წრთვნები მარტივი არ იქნება და ყველაფრისთვის უნდა მოემზადოთ. ასევე გაფრთხილებთ, რომ ამ 20 ბავშვიდან მხოლოდ 5 შეძლსბს ჩვენი ჯაშუში გახდეს. ბევრის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს ამ წრთვნებს ამისთვის კი მინდა მზად იყოთ.- რა სისასტიკეა! მაშინვე გავიფიქრე.

Crazy MafiaWhere stories live. Discover now