2.- The Ghost.

91 19 2
                                    

გატაცებამდე 1 კვირით ადრე.

- თქვენთვის მასიური გატაცების იდეა მაქვს!- სათათბირო ოთახში ჩვენი ბოსი შემოდის.

ყველას მზერა მასზე გადადის და როდესაც კუთვნილ ადგილს იკავებს ინტერესით ვუყურებ.

- გაგვაცანით თქვენი გეგმა.- ამბობს ჩემი კოლეგა.

- ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ ახალი აგენტები გვჭირდება. მინდა, რომ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში შეიჭრათ და 20-მდე ბავშვი წამოიყვანოთ. სულ საუკეთესოები აარჩიეთ. ისინი ვინც გამოგვადგებიან და ჩვენი გეგმების და განზრახვების ასრულებას შეძლებენ. გეგმა კი ასეთია. დილით დაახლოებით 10 საათისთვის უნდა იყოთ სკოლის ტერიტორიაზე. რაც შეძლება ჩუმად უნდა შეიჭრათ სკოლაში. ერთ-ერთი შენიღბული შევა რათა მცველის ყურადღება გადაიტანოს. როგორც გავარკვიე დირექტორის ბიძაშვილი აპირებს ხვალ ამ დროისთვის მისვლას. დაცვასთან როცა მიხვალთ რომელიმე ეტყვით, რომ დირექტორის ბიძაშვილი ხართ. ის გადაურეკავს, გადაამოწმებს და როდესაც შეგიშვებს გათიშავ და დიქრექტორსაც მიხედავ. ამის შემდეგ შეიყვან 3 კაცს. მანამდე სანამ ამ საქმეს მოაგვარებთ, სკოლის კამერებს გარედან გათიშავთ. სკოლში უსაფრთხოებისთვის სისტემაა დაყენებული, რომლის ჩართვის შემხვევაშიც სკოლაში ელექტრო ენერგია ითიშება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგეც. გაითვალისწინეთ რომ უფროსკლასელები 9 კლასის ზემოთ მეოთხე სართულზე არიან. მანდატურების ყურადღება ჩემზე იქნება. თქვენ ისე შეიპარებით რომ ქვედა კლასების ყურადღება არ მიიქციოთ, მანამ სანამ მძევლებს აიყვანთ. როდესაც რამდენიმე ბავშვს აიყვანთ გარეთ სატვირთო დაგხვდებათ, რომელიც ეგრევე ჩვენი ბაზისკენ დაიძვრება მასში 5 kawasaki h2r არის. რითაც უმარტივესია გაქცევა. მთვარია, რომ იცოდეთ რომელ 5 მოსწავლეს აიყვანთ. დანარჩენებს კი ვეცდებით სატვირთოთი გავაქციოთ. რას ფიქრობთ?

- ცოტა დალაგება და უკეთ დეტალებში გარკვევა გვჭირდება. დიდი შანსია იმისა, რომ გეგმა ჩაგვეშალოს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სკოლის გვერდით არის პარკი სადაც მუდამ ხალხმრავლობაა. ზუსტად უბნის შუაგულშია ეს სკოლა და ფიქრობთ მარტივი იქნება? ჩვენი ხალხიდან აუცილებლად საუკეთესოები უნდა წავიყვანოთ.- ვეფიქსირებ ჩემს აზრს და სკამს ვეყრდნობი.

Crazy MafiaWhere stories live. Discover now