- ჰიუნგ- რა მოხდა
ეუბნება ცივად ბიჭს თეჰიონი
თითქოს იცის რაც მოხდა მაგრამ მაინც უნდა რომ სხვა რაღაც გაიგოს- ტყვია პროკურორს მოხვდა
ამბობს ყოყმანის შემდეგ ჯონგუკი
- ჰიუნგ არ იტყვი არაფერს?
- დამტოვე
- კი მაგრამ ჰიუ----
- ამის დედაც დამტოვე მარტო ჯონგუკ
ღრიალებს თეჰიონი, ჯონგუკი კი ოთახს ტოვებს
თეჰიონი ყველაფრის ლეწვას იწყებს სიბრაზისგან
იმედგაცრუებისგან,
შიშისგან
მაშ ასე ღრმად არ უნდა შეეტოპა,ხომ იცოდა მათ ერთად ყოფნა არ შეეძლოთ...
იცოდა რომ ეს საშიში იყო ერთისთვისაც და მეორესთვისაც
მაგრამ დაიკიდა ყველაფერი ფეხებზე და შეუყვარდაშეუყვარდა იმის მიუხედავად,რომ იცოდა რა მოხდებოდა
ან მან უნდა იცოცხლოს ან ლიზიმ, მაგრამ ძალაუფლების სურვილი ისეთი ძლიერია რომ სიყვარულს უჯოკრავს.
თეჰიონს არ უყვარს წაგება
და არც წააგებსLiz's pov
ჯანდაბა საშინელ ტკივილს ვგრძნობ და მიწაზე ვეცემი
ვგრძნობ როგორ მოდიან ეკიპაჟის წევრები დასახმარებლად
ვხედავ მატეოს რომელიც რაღაცას ყვირის მაგრამ ვერ ვიგებ რას
გონება მიბნელდება
და თვალებს ვხუჭავ.
თვალებს რომ ვახელ ვხედავ--- არა ეს შეუძლებელია ლუკა
ის ხომ მაშინ მოიტაცეს როცა 4 წლის ვიყავი?!?!
ჩემი ძმა..
ლუკა..
მივდივარ რომ მოვეხვიე მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძრები.
- ლუკა
დგას და მიყურებს ცრემლები ღვარა ღვარად ჩამოსდის და პატიებას მთხოვს,მე კი უფსკრულში ვიძირები
არა
არა
ამას არ დავუშვებ!!
ლუკას აღარ დავკარგავ!!
როგორც ჩანს ჩემმა ძალამ შედეგი გამოიღო და უფსკრულიდან ამოვედი
სწრაფად
მივრბივარ ლუკასკენ და მთელი ძალით ვეხუტები
ის კი მოთქმას განაგრძობს- კარგი, ყველაფერი კარგად არის... არაუშავს შეცდომები ყველას მოსდის
ვამშვიდებ მე, მაგრამ უნებურად მეც ცრემლები მომდის და უფრო მჭიდროდ ვეხუტები მის პატარა სხეულს...
Matteo's pov
ჯანდაბა ჩემი ტყვია ლიზის მოხვდა. ასე არ უნდა ყოფილიყო,ახლა მის ადგილას სიკვდილს მე უნდა ვებრძოდე და არა ის.
ვხედავ მარიას თუ როგორი გულგატეხილია დის მდგომარეობით;
ქალბატონ მორელის, რომელიც ლოცულობს თავისი შვილისთვის;
სესილიას რომელიც ცდილობს მყარად იდგეს მაგრამ მაინც ტყდება;
დანტეს თვალებში შიშია,რომ მის საუკეთესო მეგობარს --- შეიძლება დას ვეღარ ნახავს; დამიანო მოლთას სცემს,ლიზის დაქალები კი ყოველ ათ წუთში რეკავენ თუ როგორაა ლიზი...ყველა შინაგანად ვლოცულობთ რომ ლიზი არ დანებდეს,
ის ხომ ძლიერია...
რამდენჯერ დაანარცხა ცხოვრებამ მიწაზე მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე პოულობდა ძალას რომ ამდგარიყო.გთხოვ არ დანებდე ცოლის დავ და შენს საყვარელ ყავას გიყიდი ყოველ დღე...
3 საათის შემდეგ:
ექიმი გამოდის საოპერაციოდან
- ექიმო როგორ არის პაციენტი
მივარდა დანტე ექიმს
- პაციენტი....
_____________
დადადამ
ახალი თავი ნეტა რა ხდება?და ჰო ახალი ამბავი მაქვს დავიწყე ახალი ფიკის წერა
( შვიდთვიანივით ვიქცევი არადა არ ვარ)
ჰო მადლობელი ვიქნები თუ გადახვალთ და წაიკითხავთ და მადლობა ვინც ამ ფიკს კითხულობთ
YOU ARE READING
განსხვავებული
Fanfiction,, როდის არ არის მონსტრი მონსტრი? როდესაც იგი შეყვარებულია "