უკვე გათენდა და ის მიუჯდა ბებერ როიალს
გარეთ ზაფხულის სიო სეირნობს ტკბება ხედებით
მხატვარის ბინიდან საღებავი კედლებს მოიარს
მოსჩანს ის ტილოც ლურჯი ტბით და თეთრი გედებით.სხვა ტილოზე კი ნავარდობენ თბილი ფერები ,
მოლბერტით მზეზე დგას და შრება ფუნჯნაფერები.
მხატვრის აივანს ამშვენებენ თეთრი ვარდები ,
სიოსთან ნაზად, ცეკვას დაიწყებს თეთრი ფარდებიმეროიალე უკრავს ნოტებს და აჟღერებს ჰანგებს
მუსიკის ბგერებს თავჩაქინდრული მოუსმენს ვარდი
ის კი აგრძელებს თითქოს და ვერც კი ხედავსო გამგებს
სახლი ივსება ნოტებით და
აღარ სჩანს დარდითეთრ აივანზე გავა ფინჯანით მეროიალე
მხატვარს კი თვალწინ გადაეშლება ექსპოზიცია
ვარდნი მოსთქვამენ მხატვარს უყვარსო მეროიალე
ვარდნი ამბობენ, არა სტყუიან მათ ხომ იციან.შუადღეს ჩრდილში ტირიფის ძირას მეროიალე
შეხვდა იმ მხატვარს მეზობლად რომ ჰყავს აივნის გაღმა
გულში ორივე იხსენებენ მემორიალებს
იდგნენ ტირიფთან, წლების შემდეგ რომ აღარ გახმა.არა იცოდნენ თურმე ვარდებმა ესე სიმართლე
თურმე ხელოვანთ ერთმანეთი ადრეც უცვნიათ
გვირაბის ბოლოს სამუდამოა თეთრი სინათლე
იმ სინათლეში მოლბერტები მწკრივზე უწყვიათაწ და მარადის ჩემო მკითხველო
გესმას მეორედ
იცი, ტრფობა აქვთ მხატვარსა და მეროიალეს
და თუ ოდესმე სადმე იგივე გავიმეორე
თეთრად შევღებავ მიჯრით მიწყობილ შავ როიალებს..
