-და მაინც როგორ
-მარტივია უბრალოდ ჩემი შეყვარებოლის როლი უნდა ითამაშო....
-ააა გასაგებია...ძალიან გულს მიჩქარებს ის ფაქტი რომ მე ნიკის შეყვარებულის როლი უნდა ვითამაშო.მე და ნიკიმ თვალის კონტაკტი დავამყარეთ და ორივენი ერთმანეთის თვალებში ვიძირებოდით...ნიკიმ ჩემი სახე მის ორივე ხელში მოიქცია და საკოცნელად წამოიწია....თვალები დავხუჭე და ნიკიმ თავისი თბილი და ნაზი ტუჩები ჩემსას შეახო...კოცნაში ავყევი იქამდე ვკოცნიდით სანამ უჰაერობამ არ შეგვაწუხა ორივე...მოვცილდით თუ არა ორივე მე სირცხვილისგან ფანჯარაში გავიხედე და ასე 16-17 წლის გოგონა დავინახე,მგონი ფოტო გადაგვიღო.....დებილმა მე ამას ყურადღება არ მივაქციე.
-შემომხედე.
გავიგე ნიკის მომაჯადოვებელი ხმა
-ჰმმ...
მეც შევხედე მაგრამ თვსალის თვალში გაყრა ვერ მოვახერხე.ცოტახანს ასე ვიყავით,ჩუმათ ორივე შემდეგ კი კარზე ზარი გაისმა.
-ეხლა დროა ჩვენი გეგმის ამოქმედების.
მე კარებთან მივედი და გავაღე
-შემოდით
ამ დროს ოთახიდან გაისმა ნიკის ხმა
-საყვარელო ვინ არის???
-ელი და იუკი გამოდი-შემოდით.
ისინი სახლში შემოვიდნენ და ბარგიც თან შემოიტანეს.
-ლიზა მითხარი ჩვენ სად დავიძინებთ და ბარებ ბარგს იქ დავალაგებთ.
გამახსენდა რომ მხოლოდ ორი ოთახია ამ სახლში და უცებ დავიძაბე ამუ რა გამოდის მე და ნიკიმ ერთად უნდა დავიძინოთ???
-ჯერ დაისვენეთ მანამდე ოთახს მოგიწყობთ.
მე ნიკისთან გავედი და ოთახში რო შევედი ოს იცვლიდა ტანს ზემოთ შეშველი იყო და მე მომშტერებოდა.
-ამმ....ნიკი შეგიძლია ჩაიცვა??
-ახლავე.რა მოხდა??
-აქ მხოლოდ ორი ოთახია ხომ ასეა?
-ხო ჩემი და შენი
-მერე მათ სად უნდა დაიძინონ.
-მარტივია რადგან შეყვარებულები ვართ შეგვიძლია ერთად დავიძინოთ.არა?
-რა???შეყვარებულები?
-ხო მე მეგონა რადგან წეღან კოცნაში ამყევი შენც გინდოდა ჩემთან ყოფნა
-აა არა ეს ასე არ არის.გავჩუმდი და ცოტა ხნის შემდეგ ვთქვი.
-შეიძლება მომწონდე და შენთან ყოფნა მინდა მარა უნდა დავფიქრდე.
-კარგი მარა იმას უნდა შეეგუო რო ერთად მოგვიწევს დაწოლა.
-ჰმმ კარგი ეხლა წავალ და ოთახს მოვუმზადებ.
-ჰმმ წადი.ოთახიდან გავედი და მათ ოთახში შევედი მე მეგონა სასეირნოთ იყვნენ გასულები ამიტომ თამამად შევაბიჯე ფეხი.ნეტავ საერთოდ არ შევსულიყავი.
-ლიზა აქ რას აკეთებ?
-მაპატიეთ გავდივარ ვითომ არ დამინახია გააგრძელეთ.ოთახიდან სწრაფად გამოვედი და მაცივრიდან ლუდის 6 ივე ქილა გამოვიღე და გარეთ აივანზე დავჯექი.ქილა გავხსენი უნდა დამელია რპდესაც ნიკი გამოვარდა სახლიდან და მითხრა.
-სასწრაფოდ კომპანიაში გვეძახიან.
უცებ ვერც გამოვიცვალე ვერაფერი მაშინვე სახლის ტანსაცმლოთ მივედით კომპანიაში.შევედით თუ არა ყველა ჩვენ გვიყურებდა.
-ნიკი აქ რა ხდება
-არც მე ვიცი.ამ დროს დირექტორი გამოდის და თავის კაბინეტში შევყავართ და ჩვენ-ჩვენ ჯგუფის წევრებს ვხედავთ.
-დროზე ბოდიში მოიხადეთ და აგვიხსენით რა მოხდა.
მე და ნიკიმ ერთმანეთს გადავხედეთ და გაკვირვებულებმა კითხვა დავსვით
-რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში ან რა უნდა ავხსნათ??
ამ დროს დიდ მონიტორზე ჩვენი კოცნის ფოტო გამოჩნდა.
(წარმოიდგინეთ ფანჯრიდანაა გადაღებული და ფანჯარაშია ეს სწენა ჩასმული)
-ა...მ.მ...ჩვენ
-ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით.ნიკიმ ჩემი ხელი თავისაში მოაქცია და ყველას დასანახად წევით ასწია.
__________________________________
ბოდიშით დიდი ხანია არ დამიდია