.

67 11 2
                                    

მას ვუყურებდი.

ფანჯრის ჩარჩო მაშორებდა მის სულში ჩამწვდომ თვალებამდე.

გული მტკინვეულად მეკუმშებოდა, ყოველი კიდური მეწვოდა.

სიკვდილის ანგელოზთან დიალოგი მეწადა.

იქნებ მეთხოვა კიდეც... ჩემი უბადრუკი სიცოცხლე რამდენიმე დღით მაინც შეეწყალებინა. ან პირიქით თუ ყოველი დღე ასეთი იქნებოდა გავეთავისუფლებინე კიდეც.

თვალები ამმღვრეოდა.

მხედველობაზე ლანდი გადამკვროდა და მის მოელვარე თვალებს, რომლებიც ჩემში ერთ დროს ამოუცნობ შეგრძნებებს იწვევდნენ ახლა მხოლოდ გაჭირვებით ვხედავდი.

ყოველთვის ვიცოდი.

ვიცოდი,

მე რომ შემყვარებოდა...

გულში იმდენად ღრმად დავთესავდი, რომ ყლორტებგამობმულს სულ მთლად შევეშალე მისით.

მე რომ შემყვარებოდა,

სასიცოცხლო ორგანოებს მისით ავაგუგუნებდი.

გონებას გამუდმებით მასზე ფიქრით დავტვირთავდი.

შემეშინდებოდა ჩემი სიყვარულით თვალებზე ბინდი არ გადამკვროდა.. რადგან

მე... რომ შემყვარებოდა...

ვიცი, უკან დასახევი გზა მოჭრილი მექნებოდა. განუკურნებლად, მასზე ვიქნებოდი სიკვდილს იქითაც გადაჯაჭვული.

და მე შემიყვარდა.

იმდენად ძლიერ შემიყვარდა, რომ მეშინოდა სიყვარულისგან არ გავგიჟებულიყავი.

- გთხოვთ, უთხარით...არ მინდა მისი ნახვა, - აცახცახებული ტუჩები ძლივს დავაშორე ერთმანეთს.

დაუძლურებული ხელები, რომლებზეც თითოეული ძვალი და ვენა მკაფიოდ მოჩანდა, საბანში ჩავმალე და დასუსტებულმა რბილი მატერეა ცხვირამდე ამოვიჩურჩე.

- მაგრამ, თეჰიონ... ის ორი კვირაა შენს ნახვას ელოდება. - ექთანმა დამწუხრებული ხმით განმიცხადა. ძლივს შევიკავე თავი, რომ ბოლო ხმაზე არ ავსლუკუნებულიყავი.

Even If I Die, It's You - Vhope ✔️Where stories live. Discover now