ღამის სამი საათი იყო როცა ტელეფონი აწკრიალდა, ტკბილი სიზმრები ჩამიშხამეს.
სესო იყო და ამ დროს რეკავდა?
რამე სერიოზული უნდა ხდებოდეს, ისე არ დარეკავდა.
ტელეფონს ვუპასუხე თუ არა სესილის ნამტირალევი ხმა გავიგე, ბლუყუნებდა სიტყვებს სწორად ვერ ამბობდა.
პანიკა ჰქონდა.
აქედანაც კი ვატყობდი მის აკანკალებულ ხმას.
ბოლოს დავამშვიდე, მითხრა რომ დაჩი ავარიაში მომხდარიყო თავისივე ბაიკით.
ახლა კი საავადმყოფოდი იყო, სწრაფად გადავიცვი მოსაცმელი და ჯინსის შარვალი ამოვიცვი.
გარეთ გავვარდი მამაჩემის მანქანის გასაღემს ხელი წამოვკარი და წამოვიღე, ხელები მიკანკალებდა კი თქვეს რომ სერიოზული არაფერი იყო თუმცა მაინც ვნერვიულობდი.რაც სესოს ლაპარაკიდან გავიგე ის არის, რომ თვითონ, სანდრო და საბა უკვე იქ იყვნენ. ავტომობილი ფარეხიდან გამოვიყვანე და გალავანი ფრიდონმა გამიღო, კიდევ ეღვიძა ჩვენ დაცვას.
მართვის მოწმობა არ მქონდა მაგრამ ერთი‐ორჯერ რომ გამეტარებინა ისეც შეიძლებოდა.
ტარებას ბიძაჩემი მასწავლიდა ამიტომ თავისუფლად შემეძლო.მანქანა საავადმყოფოს ეზოში გავაჩერე და მიმღებში შევვარდი, დაჩი ჩიქოვანი ვიკითხე, მითხრეს რომელ პალატაშიც იყო და მისკენ წავედი. პალატაში ყველა შესულიყო, აი ამას ვერასდროს ვიტანდი.
ვერც მედდების და ვერც საავადმყოფოში მოსიარულე ხალხის მხრიდან.
მედდა ხალხს გააფრთხილებს, რომ შიგნით ბევრი ერთად არ შევიდნენ ხოლო ეს ხალხი მთლიანად შეცვივდება, თითქოსდა არასდროს უნახავთ. ან მედდის გაფრთხილებას რა აზრი აქვს, თუ თვალყური არ ადევნე მათ. დიახ, მესმის რომ მათი მოვალეობა სხვა რამეა, თუმცა როდესაც იცი "ქართველ" ხალხთან უბრალოდ საუბარს აზრი არ აქვს, სერიოზულად უნდა ესაობრო.პალატას თვალი მოვავლე, დაჩის მშობლები და მისი დეიდები შევამჩნიე, დაჩი თვალებით მანიშნებდა მადლობა ღმერთს მოხვედი თორე ამათმა გამიწყალეს სულიო. ვიკითხე სად იყვნენ დანარჩენები, კაფეტერეაში ყოფილან. ჯობია ახლა იქ ჩავიდე, დაჩი ისევ არის ღონეზე.
YOU ARE READING
მაცდური.
Romance"მშურს" ‐თქვა, მან. "რისი?" ‐დაბნეულად ვუპასუხე. "წვიმის წვეთების, ისინი თავისუფლად დანავარდობენ შენს სხეულზე, მე კი ‐ ვერა." 💥