უკვე რამდენი ხანია სხეულზე შეხებას ვგრძნობ, ხან თითებისას ხან ტუჩებისას..
ხან ტუჩებზე მეამბორებოდა, ხან სად.
მეძინა, არ ვიღვიძებდი მაგრამ ვკრუტუნებდი.
გუშინ ძალიან გვიან დავიძინე და ძალიან მჭირდებოდა ძილი, უცებ ტვინში ის აზრი მივლის, რომ ჩემ ოთახში ამ დროს ვინ უნდა იყოს‐თქო.
სწრაფად ვდგები საწოლიდან, ამის გამო ყველაფერს სამად ვხედავ, ამას არაფრად ვაგდებ და ოთახის მოთვალიერებას ვიწყებ.ჩემს საწოლთან, სკამი მოუჩოჩებია და წარბებ აწიწული შეკომცქეროდა.
იოანე აქ იყო, ჩემ ოთახში.
კი მაგრამ, დედაჩემი სახლში არ არის? აქ როგორ ამოვიდა.
სხეულზე დავიხედე, მახსოვდა გუშინ მხოლოდ მაისურით და ტრუსით დევწექი დასაძინებლად.
სააბაზანოში სწრაფად გავვარდი და იქვე მიგდებული, უკვე გასარეცხად გადადებული შორტი ავიღე.
ლიფი არ იყო.
ოთახიდან ხომ ვერ შემოვიტანდი, სირცხვილის გრძნობა ბოლოს მომიღებდა.
სხვა გზა არ მქონდა, ასე მიწევდა გასვლა, თანაც შავი მაისურია და არ მგონია დიდად დამეტყოს კერტები."აქ რას აკეთებ?
ან რანაირად ამოხვედი?" ‐ოთახში დაბრუნების თანავე კითხვები მივატარე იოანეს.ფანჯარაში იყურებოდა, შეცბა.
ჩემკენ შემოტრიალდა და მარდად დაიწყო პასუხების გაცემა.
სახლში არ ყოფილან არც ნინო და არც დავითი, თვითონ კი დაცვამ შემოუშვა.
გასაგებია, მაგრამ ეგრე უბრალოდ ადამიანი რატომ შემოუშვა აქ?"აბა, პატარა ქალბატონო, არაფერს არ მაჭმევ?" ‐ახალ ზედმეტსახელზე გამაჟრიალა და თვალი ავარიდე მას.
ხომ იცოდა რომ საჭმლის გაკეთება არ იყო ჩემი საქმე.
ძალით შვებოდა, უეჭველად."ჰმ.
დედაჩემმა ხომ გითხრა, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლშიო, თქვენთვის დამითმია სამზარეულო ბატონო იოანე." ‐ვუთხარი ირონიით.გაიცინა და სამზარეულოში შეაბიჯა,
დღეს ცოტა არ იყოს უცნაურად ეცვა, ჯინსის დიდი შარვალი და კრემისფერი მაისური.
სულ ოფიციალურ სტილში ვხედავ ხოლმე, ესეც უხდება.
თუმცა შავ პერანგში, ის უბრალოდ კაცღმერთია*.
![](https://img.wattpad.com/cover/374705723-288-k171871.jpg)
YOU ARE READING
მაცდური.
Любовные романы© ტუსა. . "მშურს" ‐თქვა, მან. "რისი?" ‐დაბნეულად ვუპასუხე. "წვიმის წვეთების, ისინი თავისუფლად დანავარდობენ შენს სხეულზე, მე კი ‐ ვერა." (დასრულებული)