ნაწილი 1: მათი ცხოვრება

9 1 0
                                    

  "ყველას მოგესალმებით, მე იზაბელა ვარ და დღეს წარმოგიდგენთ პრეზენტაციას ეკონომიკის ძირითად საკითხებსა და ჩვენს ქვეყანაზე" იზაბელა ამ სიტყვებით წარადგენდა იმ პრეზენტაციას, რომელიც წინა დღით წვალებ-წვალებით შეადგინა. იგი დაკვირვებით და ნელა საუბრობდა, არ უნდოდა რამე შეშლოდა და ახალი სამსახურის თანამშრომლებისათვის ცუდი შთაბეჭდილება დაეტოვებინა. 

  იზის ბავშვობაში ოცნება ქონდა, რომ სამართალდამცავი ყოფილიყო. ყველაზე მეტად SWAT-ში მოხვედრა უნდოდა და ახლა ეს ოცნებები უსრულდებოდა. საცდელი დღეების შემდეგ აუცილებლად მიიღებდნენ. სხვა გზა არ იყო, უნდა მიეღოთ. მან ხომ ამდენი იშრომა?!. ერთი სიტყვით ჩვენი ამბიციური გოგონა ყველაფერს იზამდა ამ სამსახურისთვის, თვით მაფიასაც, კი აღუდგებოდა წინ...

𝑚𝑒𝑎𝑛𝑤ℎ𝑖𝑙𝑒

 "აბა ყველა მოემზადეთ, დღეს ახალიგანგსტერები ჩამოვიდნენ და აბა მითხარით, ვინ დაუთმობს მათ ამ ქალაქს? ჰა?" უხეში ხმით მაფიის ბოსი, საიმონი ყვიროდა, "მე არ ვაპირებ ჩემი მიწების დათმობას. გაინძერით, იარაღიც წამოიღეთ" მაფიის მაღალი საზოგადოება ბოლთას სცემდა. ქალაქში ახალი განგ ბანდა დაუფიქსირებია მათ მზვერავს. ისე კაი ტიპი კია ეგ "მზვერავი". ისეთი მზერა აქვს, პირდაპირ დაგჭრის, თან თვალიდან არაფერი ამოუვარდება. სულ გული რომ ხელით ეჭიროს, მაინც დაინახავს და დაიმახსოვრებს ყველა "უცხო სხეულს". ერთი სიტყვით ცოცხალი დეტექტორია რა.

  "დანიელ, ჩემო ბიჭო... მე მალე დავბერდები" ისევ ყბედობას მოყვა საიმონი. "შენი ოჯახი შენს კისერზე დაგაწვება, ასევე ჩემიც, ამიტომ ღირსეული მეურვე მუნდა იყო" საწყალი დანიელი... თითქმის ყოველდღე ამას უმეორებს ეს ბებრუცანა. საწყალ ბიჭს არც ბაშვობა აცადა, არც თინეიჯერობა და ახლა არც "დიდობას" აცდის. არადა რა დასანანია... მაგისთანა ლამაზ ბიჭს განა ყველგან ნახავ? თან რა ახალგაზრდაა, სულ რაღაც 26 წლისაა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო გეტყვით, რომ საკმაოდ რთულ პირობებში მოუწია გაზრდა. (ახლა არ იფიქროთ მაფიააო, რა ენაღვლებაო და სისულელეები... მაგას მხოლოდ ღლაპი ბავშვები ამბობენ...)

ეცადე არ შემიყვარო | 𝙩𝙧𝙮 𝙣𝙤𝙩 𝙩𝙤 𝙡𝙤𝙫𝙚 𝙢𝙚Where stories live. Discover now